Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"კაკო ბობოხიძე ნიკო კაჭკაჭიშვლს აძალებდა, რომ მერობას დათანხმებოდა"

თარიღი : 22-02-2014, 13:47 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მღვდელაძის თქმით, საპარლამენტო უმცირესობის წევრი კაკო ბობოხიძე და „პატრიოტების“ რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გოჩა თევდორაძე, ნიკო კაჭკაჭიშვილზე ზეწოლის განხორციელებას ცდილობდნენ.
მღვდელაძის თქმით, კაკო ბობოხიძე და გოჩა თევდორაძე, ნიკო კაჭკაჭიშვლს აძალებდნენ დათანხმებოდა მერობას მაშინ, როცა ქუთაისის საკრებულოს მაშინდელმა თავმჯდომარემ შოთა მურღულიას უფლებამოსილება შეუჩერა.
„კაკო ბობოხიძე და გოჩა თევდორაძე ერთად ახდენდნენ ზეწოლას ვიცე–მერ ნიკო კაჭკაჭიშვილზე. ისინი ეუბნებოდნენ, რომ დათანხმებოდა საკრებულოს თავმჯდომარის მაშინდელ გადაწყვეტილებას, „– განაცხადა მამუკა მღვდელძემ გადაცემა „რადიაქციაში“ სტუმრობისას.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ამ განცხადებას ეხმაურება ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ მაჟორიტარების“ თავმჯდომარე დავით გოგისვანიძე, რომელმაც განაცხადა, რომ ნიკო კაჭკაჭიშვილმა თავად დაურეკა კაკო ბობოხიძეს და უთხრა, თუ როგორ მოქცეულიყო და დათანხმებოდა, თუ არა ის შეთავაზებულ თანამდებობას.


ნანახია: 1941-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დავით გოგისვანიძის თქმით, ნიკო კაჭკაჭიშვილმა თავად დაურეკა კაკო ბობოხიძეს და უთხრა, თუ როგორ მოქცეულიყო და დათანხმებოდა, თუ არა
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მღვდელაძის მიერ მერიის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო
პარტია“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოჩა თევდორაძემ ბრიფინგი გამართა.
„ალბათ იციან, რომ დეპუტატის სახლის ჩხრეკა კანონით არ შეიძლება, ამიტომ სამართალდმაცველები სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან.
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მღვდელაძემ ქალაქის მერიის მუდმივმოქმედი საკონკურსო–საატესტაციო

ამინდი