Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანში რეაბილიტირებული ცენტრალური ბიბლიოთეკა გაიხსნა

თარიღი : 5-07-2019, 22:22 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საზეიმოდ გაიხსნა ვანის მუნიციპალიტეტის ცენტრალური საჯარო ბიბლიოთეკა, რომელიც ახლადგარემონტებულ შენობაში განთავსდა, სადაც ყველა წესის დაცვით მოეწყო წიგნადი ფონდის საცავები, მკითხველთა დარბაზი, ბავშვთა დარბაზი და საარქივო ფართი.

არსებული გარემო ხელს შეუწყობს მკითხველთა მომსახურების ხარისხს, გაიზრდება ვიზიტორთა რაოდენობა.

ღონისძიებას ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მერის მოადგილეები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები დაესწრნენ.

მოეწყო გ.ძიგვაშვილის ლექსთა კერბულის - „გაზაფხული მარაბდის სასაფლაოზე“ - პრეზენტაცია. ლიტერატურული გაერთიანება „პარნასის“ მოსწავლეებმა გააცოცხლეს პოეტის ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები და მის ლექსებზე აგებული ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია წარმოადგინეს.

შეხვედრაზე აღინიშნა ლ.სულაბერიძის სათავგადასავლო ნაწარმოების „ცხადსიზმარიანა“-ს გამოცემის შესახებ.

ა(ა)იპ ვანის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო, განათლების და ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორმა თ.ჟვანიამ, ბიბლიოთეკის დირექტორმა ლ. დვალიშვილმა და პოეტმა ა.თევზაძემ მადლობა გადაუხადეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას საჯარო ბიბლიოთეკის სასურველი და სპეციფიური გარემოს შექმნისთვის , ლადო სულაბერიძის და გიორგი ძიგვაშვილის წიგნების გამოცემაში ფინანსური დახმარებისათვის.

მუნიციპალიტეტის მერმა ახალმოსახლეობა მიულოცა ბიბლიოთეკის თანამშრომლებს და წარმატებები უსურვა მათ საქმიანობაში, ასევე ხელშეწყობა დაპირდა წიგნადი ფონდის ელექტრონულ კატალოგზე გადასვლასთან დაკავშირებით, რაც საბიბლიოთეკო ფონდების განახლების საფუძველი იქნება.

ცენტრალური ბიბლიოთეკის რეაბილიტაციისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 39 692 ლარი გამოიყო, სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანის შპს „გზები 2“ -მა განახორციელა.


ნანახია: 644-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მუსიკალურ-ლიტერატურულ კომპოზიციას ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და
ხონის ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის გამდიდრების მიზნით, მსგავსი შინაარსის აქციები მომავალშიც იგეგმება
'ტიციანობასთან' დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ვანის მუნიციპალიტეტის მერი
ღონისძიების ფარგლებში, კორნელი კეკელიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე შექმნილი ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს.

ამინდი