'არ გვჭირდება მთავრობა, რომელიც გვიკარგავს მომავალს, რომელიც გვთხრის თვალებს და არ გვაძლევს საშუალებას ვისუნთქოთ,'- აქცია ქუთაისში
თარიღი : 5-07-2019, 13:33 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

"რუსეთი ოკუპანტია", "გადადგეს ჯალათი გახარია", "სისტემა უნდა დაინგრეს" - ამ ლოზუნგებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ აქცია გამართა.
აქციის მონაწილეები ქუთაისში პროკურატურის წინ შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა.
"უკვე ორი კვირაა, რაც მოვითხოვთ გახარიას გადადგომას, არ გავჩერდებით სანამ არ მივაღწევთ მიზანს. არ გვჭირდება მთავრობა, რომელიც გვიკარგავს მომავალს, რომელიც გვთხრის თვალებს და არ გვაძლევს საშუალებას ვისუნთქოთ. თუ კი უკიდურესი ზომა დარჩება შიმშილობა, მზად ვართ დავიწყოთ შიმშილობა,"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მათივე თქმით, აქციები პერმანენტულად გაიმართება.