Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სოფლის პროგრამების მხარდაჭერა, ამბულატორიებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მშენებლობა-რეაბილიტაცია-რა პროექტები იგეგმება იმერეთის რეგიონში 2020 წელს

თარიღი : 4-07-2019, 14:39 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად შალამბერიძე, მოადგილე ბესიკ გოფოძე, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოების თავმჯდომარეები და რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ. აღნიშნულ შეხვედრაზე სახელმწიფო ბიუჯეტით 2020 წელს დასაფინანსებელ პროგრამებზე იმსჯელეს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა დეტალურად ისაუბრა სამოქმედო გეგმაზე, პროექტების დაფინანსებასა და რა მასშტაბური სამუშაოების განხორციელება იგეგმება იმერეთის რეგიონში.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, სოფლის პროგრამების მხარდაჭერაზე, ამბულატორიებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე, სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების მოწესრიგებაზე, წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებასა და კიდევ სხვა ინფრასტრუქტურული მიმართულებების დაფინანსებაზე.

დღესვე, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომაც გაიმართა. სხდომაზე 2018-2020 წლების ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სამტრედიის, თერჯოლის, ბაღდათის, საჩხერის, წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტების სამოქმედო გეგმაში ცვლილებები შევიდა.


ნანახია: 220-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შეხვედრას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სტრატეგიაში ასახულია იმერეთის რეგიონის განვითარების ხედვა, პრიორიტეტული მიმართულებები, სტრატეგიული მიზნები და ამოცანები.
2017 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმაში, რომელსაც რეგიონული
2015 წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან მხარის 12 – ვე მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა.

ამინდი