ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა
თარიღი : 22-02-2014, 02:12 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გოგი ჭიჭინაძემ თანამდებობა დატოვა.
ჭიჭინაძე თანამდებობის დატოვების მიზეზად განუხორციელებლ პროექტებს ასახელებს და ამბობს, რომ აღნიშნულ თანამდებობას მხოლოდ იმიტომ დათანხმდა, რომ ეგონა ის პროექტები დაფინანსდებოდა, რაც ოპერის თეატრის ხელმძღვანელობას პროექტის სახით ჰქონდა წარმოდგენილი.
"ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ წარმოდგენილი პროექტი განხორციელდებოდა, მით უფრო, რომ ის არაერთი ექსპერტის და რაც მთავარია, ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლების მიერ იყო შესწავლილი და მოწონებული, რომელთა გამოცდილება და საქმიანი რჩევები იმთავითვე გასათვალისწინებელი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ფინანსური მხარდაჭერის არარსებობის გამო, მიხდება დაკავებული თანამდებობიდან - ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომა. შესაბამისი განცხადებით დღეს უკვე მივმართე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს ბატონ მირიანე ოდიშარიას",-წერს გოგი ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში.