Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საუკუნოვანი სასწავლებელი ქუთაისში-მელიტონ ბალანჩივაძის სამუსიკო სასწავლებელმა იუბილე გალაკონცერტით აღნიშნა

თარიღი : 2-07-2019, 20:55 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ქუთაისის №1 სამუსიკო სკოლას მიმდინარე წელს დაარსებიდან ერთი საუკუნე შეუსრულდა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სამუსიკო სკოლა გალაკონცერტით ქუთაისელი მსმენელის წინაშე ქუთაისის ოპერის თეატრში წარსდგა. კონცერტზე სკოლის ყველა განყოფილება იყო წარმოდგენილი. შესრულდა ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა ცნობილი ნაწარმოებები. საღამოზე მოქმედ პედაგოგებთან ერთად მოწვეულნი იყვნენ ის ღვაწლმოსილი პედაგოგები, რომელთაც წლების განმავლობაში განსაკუთრებული კვალი დატოვეს სკოლის შემოქმედებით ცხოვრებაში.

საიუბილეო კონცერტს დაესწრნენ და სკოლას 100 წლის იუბილე მიულოცეს ქუთაისის კულტურისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა. ასევე, სპეციალური ჩართვით, სკოლის ყველა იმ წარმატებულმა კურსდამთავრებულმა და პედაგოგმა, რომლებიც ამჟამად საზღვრებს გარეთ მოღვაწეობენ.

ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო, დაწესებულებათა გაერთიანების“ მმართველმა ვაჟა ჯუღელმა 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით და კულტურის სფეროში წარმატებული მოღვაწეობისათვის №1 სამუსიკო სკოლის ყველა პედაგოგს დიპლომები და სიგელები გადასცა.

საიუბილეო გალაკონცერტი მ. ბალანჩივაძის სახ. ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მხარდაჭერით ჩატარდა.

სამუსიკო სკოლის ისტორია ქუთაისში მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დაიწყო. 1918 წელს პეტერბურგიდან მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულმა ცნობილმა მუსიკოსმა და საზოგადო მოღვაწემ, მელიტონ ბალანჩივაძემ გადაწყვიტა გაეხსნა სამუსიკო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნებოდა პროფესიონალი მუსიკოსების აღზრდა.

სახელგანთქმულმა კომპოზიტორმა მეგობრების: ზ. ფალიაშვილის, დ. არაყიშვილის, ზ. ჩხიკვაძის და ი. კარგარეთელის დახმარებით მიიღო ნებართვა, რომ ქუთაისში სამუსიკო სკოლა-სასწავლებლ დაეარსებინა, რის შემდეგაც სამუსიკო სკოლა ოფიციალურად 1919 წლის 2 თებერვალს გაიხსნა, ხოლო 1921 წლიდან იგი აიყვანეს სახელმწიფო ბიუჯეტზე. სკოლა-სასწავლებლის პირველ დირექტორად მელიტონ ბალანჩივაძე დაინიშნა.

მას შემდეგ ცნობილი კომპოზიტორის მიერ დაარსებულ პირველ მუსიკალურ კერას ფუნქციონირება არასოდეს შეუწყვიტავს. პირველმა სამუსიკო სკოლამ 100 წლის განმავლობაში არაერთი ნიჭიერი და ცნობილი მუსიკოსი აღზარდა, რომლებმაც სკოლის და ქალაქის სახელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანეს.


ნანახია: 219-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნული ვარსკვლავი სამუსიკო სკოლამ ჟანრობრივი მრავალფეროვნებისა და ნოვატორული ექსპერიმენტისათვის დაიმსახურა.
ქალაქის მერმა გაერთიანების ფილიალების მოსწავლეებს, რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკურს-ფესტივალებზე მიღწეული შედეგებისათვის წლის
ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალის – მ . ბალანჩივაძის სახ.
კონკურსი კლასიკური შემსრულებლობის 4 მიმართულებაში ჩატარდა.
ქუთაისიდან 4 მოსწავლის გამგზავრება ააიპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ უზრუნველყო.

ამინდი