Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბაღდათის სოფლებში სარწყავი სისტემის არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თარიღი : 2-07-2019, 20:29 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, დიმი-როკითის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამელიორაციო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაციის“ ტექნიკური დირექტორი თენგიზ ლაკირბაია გაეცნო.

პროექტი ითვალისწინებს, მაგისტრალური არხის გაწმენდას, კვეთის მონოლითური ბეტონით მოპირკეთებას, კოლექტორისა და სათავე ნაგებობასთან არსებული ნაპირის დამცავი კედლის მოწყობას.

რეაბილიტაცია უტარდება, ასევე, მილხიდებს და გვირაბს.

აღნიშნული სამუშაოების შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდება მუნიციპალიტეტის 820 ჰექტარ სასოფლო-სამეუნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.

დიმი–როკითის მაგისტრალური არხი სათავეს იღებს მდინარე ხანისწყალზე არსებული კაშხლიანი სათავე ნაგებობიდან. მაგისტრალური არხის სიგრძე 3,264 კილომეტრია.


ნანახია: 113-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ბროსეს ქუჩაზე, მიწის ქვეშა სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მიმდინარე სამუშაოები სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ ჭიათურაში, ნაგუთის დასახლებაში მიმდინარე წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ამინდი