Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა შეიცვლება ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე რეაბილიტაციის შემდეგ

თარიღი : 2-07-2019, 16:21 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება.

რეაბილიტაციის შემდეგ გამარჯვების მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები მიიღებენ მოწესრიგებულ საფეხმავლო ბილიკებსა და საავტომობილო გზის სავალ ნაწილს, ასევე გამართულ სანიაღვრე სისტემას.

აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლებს ეტაპობრივად მათი მაჟორიტარი საკრებულოში ირაკლი შენგელია ხვდება. შენგელიას თქმით აუცილებელია მოსახლეობას ჰქონდეს ინფორმაცია პროექტის დეტალებთან დაკავშორებით.

"სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით უკვე შევხვდი ბუხაიძის ქუჩის #3, #17 და #18 ბინის მცხოვრებლებლებს. ის პროექტები, რომლებიც დღეს ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს არის მნიშვნელოვანი. მათ შორის ბუხაიძეზე მიმდინარე ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესი არის პრიორიტეტული საკითხი. ადგილობრივებს უნდა ჰქონდეთ დეტალური ინფორმაცია როგორც მათ ქუჩაზე, ასევე ქალაქის მასშტაბით მიმდინარე პროცესების შესახებ. მადლობა საავტომობილო გზების დეპარტამენტს, რომ პროცესში რეგიონალურ ფონდთთან ერთად არის ჩართული და ჩვენთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწევას, რომელსაც ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჰქვია, პასუხობს,"- განაცხადა გამარჯვების მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა-დეპუტატმა საკრებულოში ირაკლი შენგელიამ.

ბუხაიძის ქუჩის რეაბილიტაციის პროეტი, რომელიც მაისის შუა რიცხვეში დაიწყო, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება. მისი ღირებულება 1 მლნ 700 ათას ლარამდეა.


ნანახია: 1501-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერმა თბილისის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ამინდი