Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ვინ არის ასეთი გენადი მარგველაშვილი, რომ ამ დონეზე გაამასხარავოს ქუთაისისა და მთლიანად საქართველოს მოსახლეობა,'- ქუთაისის მაჟორიტარს მოსახლეობა უპირისპირდება

თარიღი : 2-07-2019, 14:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"გახარია წადი," "არ შეგრჩებათ გავრილოვის ღამე," "სისტემა უნდა დაინგრეს" - ამ ლოზუნგებით ქუთაისში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ აქცია-პერფომანსი გამართა. მათ ბავშვთა სამყაროსთან (შუქნიშანთან) გზის გადაკეტვა სცადეს და მოქალაქეებს აქციაზე შეერთებისკენ მოუწოდეს.

აქციის მინაწილეების მოთხოვნები კვლავ უცვლელია. მათი თქმით, უნდა გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი და სხვა გახარიები.

„ჩვენი მოთხოვნაა, გახარიამ დატოვოს პოსტი და გადადგეს. ასევე დაისაჯოს ყველა ის გახარიები, რომლებიც გვყავს პარლამენტში. ერთ-ერთი მათგანია ქუთაისიდან გენადი მარგველაშვილია, რომელიც საამაყოდ შეხვდა გავრილოვს, გადაიღო მასთან ერთად სურათი მომღიმარი სახით. ეტყობოდა, რომ ძალიან უხაროდა მისი შემოსვლა საქართველოში, შემდეგ კი მისი გაგდება მოითხოვა. ეს კაცი გვაყრის თვალებში ნაცარს. ვინ არის ასეთი გენადი მარგველაშვილი, რომ ამ დონეზე გაამასხარავოს ქუთაისისა და მთლიანად საქართველოს მოსახლეობა. ვითხოვთ გენადი მარგველაშვილი წავიდეს და უკან მიყვეს ნანა კოსტავა, ალეკო ახალაძე, დიმიტრი მხეიძე, ეს სამარცხვინო კადრები ქუთაისის მერიას სასწრაფოდ უნდა მოცილდეს. გავრილოვის ღამე არ უნდა შევარჩინოთ არავის. ჩემი შვილი მინდა გაიზარდის იმ საქართველოში, სადაც გავრილოვებს ასე სიაამაყით არ გავუღებთ ტერიტორიებს, არ დავუთმობთ საქართველოს პარლამენტს,"- აცხადებს ნინი თვალავაძე.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და მანამ გაგრძელდება, სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.


ნანახია: 871-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალაქის მერმა მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატები დაახასიათა.

ამინდი