Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი ბესიკ ადამია ბერა ივანიშვილს საფეხბურთო კლუბ 'ტორპედო'-ს შეძენას სთხოვს

თარიღი : 2-07-2019, 13:32 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში მდებარე "მშვიდობის ბურთის" ავტორი ბესიკ ადამია ბერა ივანიშვილს მიმართავს და თხოვს, რომ ქუთაისის საფეხბურთო გუნდის "ტორპედოს" მდგომარეობით დაინტერესდეს, რომელსაც ფინანსურად ძალიან უჭირს.

"ბერა, მცირე ხნის წინ საინფორმაციო საშუალებებმა გააშუქეს, თითქოს თქვენ საფეხბურთო კლუბის შეძენის და მისი დიდი წარმატების სურვილი გაქვთ და თუ ეს მართალია, გთხოვთ დაინტერესდეთ ჩემი მშობლიური ქალაქის ქუთაისის, "ტორპედოთი", რადგან დღეს ჩვენს გუნდს ფინანსურად ძალიან უჭირს და არ მინდა ამით უცხოელმა ინვესტორმა უნამუსოდ ისარგებლოს. მოარული ხმებით, ჩინელები "ტორპედო"-ს 5 წლით მოვლა-პატრონობის ნაცვლად, საუკეთესო ადგილებზე ქართულ მიწას ითხოვენ, რის გასხვისება-გაჩუქებაზე ქართული საზოგადოების მხრიდან ისედაც დიდი მღელვარებაა.

ბერა, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, გვესტუმრეთ "ტორპედო"-ს სტადიონთან მდებარე "მშვიდობის ბურთის" მონუმენტთან, რომელიც მსოფლიოში პირველი ბურთის მონუმენტია, რაზეც მშვიდობა მსოფლიოს 67 ენაზე წერია, მათ შორის კავკასიურ ენებზე და რაც მთავარია აფხაზურად და ოსურად, სამწუხაროდ არ მაქვს ამ მონუმენტის გახსნისა და რეკლამირების შესაძლებლობა, მინდა ამ მშვიდობის მონუმენტთან მოვიწვიო გაეროსა და ნობელის მშვიდობის ელჩები, მსოფლიოს ცნობილი ფეხბურთელები, მოზიდული ინვესტიციებით გავალამაზო ქუთაისის ეს ძირძველი უბანი და გავახარო ფეხბურთის გულშემატკივრები. იყოს კეთილი ნება და არადა ამის მიღწევა ადვილად შეიძლება,"-წერს ბესიკ ადამია სოციალურ ქსელში.


ნანახია: 515-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი და ქუთაისში მცხოვრები ბესიკ ადამია ჩეჩნეთის პრეზიდენტს რამზან კადიროვს დახმარებას თხოვს.

ამინდი