Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო-სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად 41 000 აბიტურიენტი იბრძოლებს

თარიღი : 1-07-2019, 10:55 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველი გამოცდა დღეს ქართული ენასა და ლიტერატურაში ტარდება.

წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს. ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით.

2019 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 41000-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

ეროვნული გამოცდები 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

10 ივლისიდან გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 5 ივლისს ჩატარდება. 17- 24 ივლისს გამოცდები მაგისტრობის მსურველთათვის გაიმართება.

საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 12000-მდე კანდიდატმა გაიარა;

სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩაბარების სურვილი 4600-მდე სტუდენტმა გამოთქვა; მასწავლებლის კომპეტენციას კი 31000-ზე მეტი აპლიკანტი დაადასტურებს.


ნანახია: 759-ჯერ

მსგავსი სიახლეები
1-ელ, 41 -ე და მე-17 სკოლებში აბიტურიენტთა რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყება.
ქუთაისში საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის ზეკო ხაჩიძის თქმით, გამოცდები ქუთაისში პროცედურული დარღვევების გარეეშე მიმდინარეობს.
ქალაქის სამ საგამოცდო ცენტრში 5 000 აპლიკანტია რეგისტრირებული.
საგამოცდო ცენტრში აცხადებენ, რომ გამოცდები ქუთაისში პროცედურული დარღვევების გარეშე მიმდინარეობს და რეგისტრაცია სამივე საგამოცდო
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულია 41 500-ზე მეტი აბიტურიენტი, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა გამოსაშვები გამოცდების

ამინდი