Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'რასაც გულით მოინდომებ, აუცილებლად გამოგივა,'-თვითნასწავლი ქართველი დიზაინერი, რომლის ნამუშევრებს ცნობილი სახეები იწონებენ

თარიღი : 30-06-2019, 14:50 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სალომე მებურიშვილი იმ შემოქმედთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელმაც ჰობი საქმედ და ბიზნესად აქცია. სალომე თვითნასწავლი დიზაინერია, ქმნის სხვადასხვა აქსესუარს, რომლებიც ქართული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებს ამშვენებს. საკუთარ საქმებსა და მიზნებზე სალომე Topnews.com.ge-ს ესაუბრება.

1. თქვენ ხართ თვითნასწ
ავლი ქართველი დიზაინერი, საიდან და როდის წამოვიდა იდეა, რომ ახალ საქმეს გაყოლოდით და არაჩვეულებრივი აქსესუარები შეგეთავაზებინათ საზოგადოებისათვის?
დავიწყებ იქედან, რომ ბბავშვობიდან მიყვაარდა აქსესუარების როგორც ტარება, ასევე მისი კეთება, თუმცა ასეთ ნამუშევრებს ვერ ვქმნიდი. ეს დროის გასვლასთან ერთად დავხვეწე. ძირითადად ვქმნი ისეთ აქსესუარს, რომელიც გათვლილიაა ნებისმიერი ასაკის ადამიანზე, ბრჭყვიალა და ფერადოვან თმის სამაგრებს, ბაფთებს, საყურეებს, ბეჭდებს და ა.შ.

2. ჩვენს რეალობაში სხვადასხვა სფეროში თავის დამკვიდრება რთულია, განსაკუთრებით, როდესაც საქმე დიზაინერობას ეხება. გაგიჭირდათ თავის დამკვიდრება?

საკმაოდ რთულია თავის დამკვიდრება ამ ცხოვრებაში. ისიც რთულია, შექმნა განსხვავებული და ორიგინალური ნამუშევარი, თუმცა რასაც გულით მოინდომებ, აუცილებლად გამოგივა. ჩემი თავით კმაყოფილი ვარ, ისეთ აქსესუარებს ვქმნი, რომელიც თითოეულ მომხმარებელს მოსწონს.

3. ვინ არიან ცნობილები, რომლებიც თქვენს აქსუარებს მუდმივად იძენენ?
ერთ-ერთი ცნობიილი ადამიანი, რომელიც ჩემს შექმნილ აქსესუარს იყენებს, ულამაზესი, უსაყვაარლესი და ძალიან დახვეწილი სოფო ბედიაა.
http://www.picz.ge/img/s3/1906/30/2/255aa188a9ab.jpg
4. ხართ ორი შვილის დედა. როგორ ახერხებთ ოჯახის და საყვარელი საქმის ერთმანეთთან შეთავსებას?
მთავრიაა ადამიანმაა მიზნად დაისახოს თავისი საყვარელი საქმისადმი სიყვარული. იმდენად დიდ ბედნიერებას მანიჭებს ამ აქსესუარების შექმნა, უიმისოდ ვერც წარმომიდგენიაა. ჩემს ოჯახთან, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ბევრჯერ ღამის სამ-ოთხ საათზე გამიკეთებია ნივთი, რომლის შეკვეთაც მქონდა, რათა მომხმარებლის შეკვეთა ვადებში შესრულებულიყო და სასურველი ნივთი მას მოკლე დროში გადაცემოდა.

5. რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ და გეგმავთ, თუ არა ხაზის გაფართოებას?

სამომავლოდ ძალიან დიდი გეგმები მაქვს. დიდი სურვილი მაქვს ფართო საზოგადოებას ვაჩვენო ჩემი შექმნილი აქსესუარები. ვგეგმავ პერსონალური გამოფენის გაკეთებას. მინდა დავაინტერესო უფრო მეტი ადამიანი, შევქმნა ბევრად უფრო დახვეწილი და მრავალფეროვანი ნამუშევარი.


ნანახია: 1590-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ლევანი ტურიზმის ფაკულტეტზე სწავლობდა, თუმცა ამაყობს, რომ მთავარი პროფესიის მიუხედავად, მისი სამუშაო გამოცდილება მრავალმხრივია.
მიზნის მისაღწევად სულაც არ არის საჭირო ერთი უზარმაზარი და ექსტრავაგანტული ნაბიჯის გადადგმა, პატარ-პატარა და ბევრი, სრულიად

ამინდი