Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საკრებულოს 'ნაციონალი' დეპუტატი საკრებულოს კომისიების მუშაობას ბოიკოტს უცხადებს

თარიღი : 29-06-2019, 11:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ ბრიფინგი გამართა. მან ყველა ის კომისია დატოვა, რომელშიც გაწევრიანებული არიან ნანა კოსტავა და ალეკო ახალაძე.

"ბოლო პერიოდში ქუთაისის საკრებულოს ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა, სიძულვილის ენის და საკრებულოს წევრისათვის შეუფერებელი განცხადებების ტირაჟირებამ, სამართლიანად გამოიწვია საზოგადოების პროტესტი. მიმაჩნია რომ საკრებულოს უმრავლესობის მიერ არ მოხდა სათანადო რეაგირება, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება ბოიკოტი გამოვუცხადო ყველა იმ კომისიის მუშაობას, რომლის შემადგენლობაშიც არიან საკრებულოს წევრები ნანა კოსტავა და ალეკო ახალაძე. ეკონომიკური და საბიუჯეტო კომისიები უკვე დავტოვე. ვინაიდან შეუძლებლად და მიუღებლად მიმაჩნია ამ ადამიანებთან რაიმე სახის მსჯელობა ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე,"-აცხადებს გიგა შუშანია.

ცნობისთვის, ქუთაისის საკრებულოს დეპუტატების-ალეკო ახალაძის და ნანა კოსტავას მიმართ მოქალაქეთა პროტესტი მათი მხრიდან გაკეთებულმა სიძულვილის ენის შემცველმა განცხადებებმა გამოიწვია.


ნანახია: 392-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სიძულვილის ენის გამოყენებაში დადანაშაულებული ნანა კოსტავა საკრებულოს დეპუტატის მანდატის დატოვებას აღარ აპირებს.

ამინდი