'ყველანი მოვკვდებით ტორპედოსთვის'-ქუთაისის მერიის წინ საფეხბურთო კლუბ 'ტორპედოს' გულშემატკივრები აქციებს აგრძელებენ
თარიღი : 28-06-2019, 19:10 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" გულშემატკივრების აქცია გრძელდება. ფანკლუბის წევრები უკვე მეორე დღეა ქუთაისის მერიის წინ იკრიბებიან. ისინი ცილისწამებად აღიქვამენ გუნდის პრეზიდენტის ზაალ ჩაჩავას განცხადებას იმის შესახებ, რომ ფეხბურთელები გუნდიდან თავისი ნებით წავიდნენ და და არა ხელფასის გადაუხდელობის გამო.
"ტორპედოს" გულშემატკივრები გუნდის პრეზიდენტის პოზიციიდან ზაალ ჩაჩავას გადადგომას, ხოლო ეკონომიკის სამინისტროსგან "ტორპედო"-ში ჩინელი ინვესტორების მოსვლის დადასტურებას მოითხოვენ.
“მოვითხოვთ, ეკონომიკის სამინისტრომ დროულად დაადასტუროს ჩინელი ინვესტორების მოსვლა, მხოლოდ ამაში ვხედავთ გუნდის გადარჩენას. წინააღმდეგ შემთხვევაში "ტორპედო" ვეღარ გააგრძელებს არსებობას და დავრჩებით ფეხბურთის გუნდის გარეშე. ჩვენ დილის შვიდ საათამდე ვიმყოფებოდით აქციაზე, არ დავიშლებით, სანამ არ მოგვხედავენ და სამომავლო გეგმა არ გამოჩნდება,“ - აცხადებენ ფანკლუბის წევრები.
ქუთაისის "ტორპედო" დაშლის პირასაა. ხელფასების გაუცემლობის მიზეზით, გუნდი უკვე 7-მა ფეხბურთელმა დატოვა.