„ნიკო ლორთქიფანიძის მუზეუმი უცხოელი ტურისტებისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია"
თარიღი : 28-06-2019, 15:08 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

წყალტუბოს სოფელ ჩუნეშში ნიკო ლორთქიფანიძის მუზეუმთან მისასვლელი გზის მშენებლობა სრულდება. სამუშაოები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და პირველმა მოადგილემ ზურაბ მაისურაძემ დაათვალიერეს.
აღნიშნული პროექტი რეგიონული განვითარების ფონდით და ადგილობრივი ბიუჯეტის 5%-იანი წილით ფინანსდება და სულ 598656 ლარი იხარჯება.
„ნიკო ლორთქიფანიძის მუზეუმი უცხოელი ტურისტებისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ერთ- ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია. გასულ წელს, ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში, ფესტივალი „არტ - გენიც“ ჩატარდა, თუმცა მთავარ პრობლემად მაინც უგზოობა სახელდებოდა, ჩვენი პრიორიტეტი ტურიზმია, ამიტომ აქ გზა სრულად კეთდება, სამუშაოები თითქმის დასრულებულია“ - განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
სულ რამდენიმე დღეში ნიკო ლორთქიფანიძის მუზეუმთან მისასვლელი 3 კმ-იანი გზა რეაბილიტირებული და განახლებული იქნება.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა სოფელ გვიშტიბში, ბეტონის გზის რეაბილიტაციის სამუშოებიც დაათვალიერა და ადგილობრივი მოსახლეობას შეხვდა.
გზის რეაბილიტაციის პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის 5 %-იანი ფინანსური წილით ხორცილედება, სულ 325440 ლარი იხარჯება.