ქუთაისში უწყლობით შეწუხებული მოსახლეობა პროტესტს ქალაქის მერიასთან სიმბოლურად თავის დაბანით გამოხატავს

ქუთაისში, ქალაქის ცენტრალური ქუჩების მოსახლეობას ორი დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდება.
სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი ილია ჭავჭაბაძისა და ზვიად გამსახურდიას გამზირების, ასევე, აღმაშენებლის გამზირის მოსახლეობა. სასმელი წყალი არ მიეწოდება ბუხაიძის, ჯავახიშვილის, 9 აპრილისა და არაყიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ადგილობრივები ამბობენ, რომ წყალმომარაგების შეწყვეტასთან დაკავშირებით საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისგან გამაფრთხილებელი სმს არ მიუღიათ. მათივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც წყალი ისედაც გრაფიკით, რამდენიმე საათით მიეწოდებათ, გაუსაძლის სიცხეში მოსახლეობისათვის წყალმომარაგების შეწყვეტა ხალხის დაცინვაა.
უწყლობით შეწუხებული მოსახლეობა პროტესტის ერთ-ერთ ფორმად ქალაქის მერიასთან მისვლას და თავის სიმბოლურად დაბანას გეგმავენ.
"ვეძებ 100 ქუთაისელს, აქციის მონაწილეს, რომელიც მერიის შენობასთან დაიბანს თავს, ნუ იბანავებს სიმბოლურად. აქცია იქნება აპოლიტიკური,"-წერს ქუთაისის მკვიდრი არჩილ ჯალაღონია.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ რომ არაყიშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელი ძველი ქსელიდან ახალზე ერთვება, რასაც აღნიშნული შეზღუდვა მოჰყვა. მათივე ინფორმაციით, მოსახლეობას წყალმომარაგება გვიან ღამით აღუდგება.