Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'საძინებლებსა და სამზარეულოში გადის მეზობლების და მეზობელი კორპუსების გაზის მილები,'- კორპუსი ქუთაისში, რომელიც ნაღმზე დგას და უმოქმედო 'სოკარ ჯორჯია გაზი'

თარიღი : 27-06-2019, 11:46 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, აღმაშენებლის 11 ნომერში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მკვიდრები არ აჭარბებენ, როდესაც ამბობენ, რომ მათი კორპუსი ნაღმზე დგას. კორპუსის მკვიდრები აცხადებენ, რომ გაზგამანაწილებელი ქსელი მათ საცხოვრებლებზე გადის.

"მაგალითად, სამზარეულოში გადის მეზობლის ან მეზობელი კორპუსის ბუნებრივი აირის მილი. ბუნებრივი აირის მილები გადის სააბაზანოსა და საძინებლებში. ვრეკავთ "სოკარში", მოდიან, გაქაფავენ მილებს და მიდიან. სიგნით რა ხდება კაცმა არ იცის. 55 წლის წინ აშენებული ბინაა და ქსელიც ამდენიმე ხნის არის. ვითხოვთ, რომ გარეთ გაიტანონ ბუნებრივი აირის მილები. მხოლოდ ერთი ჩამკეტი გაგვიკეთეს, ისიც დიდი თხოვნით სადარბაზოში, თუმცა ბუნებრივი აირის გათიშვა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა ღმერთმა დაგვიფაროს და შემთხვევა მოხდება,"- აცხადებენ კორპუსში.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზს" მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა, ადგილზე აცხადებენ, რომ მოსახლეობის პრობლემის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და დაინტერესდებიან. კომპანიამ მოგვიანებით საცხოვრებელ კორპუსში ჯგუფი მართლაც გაგზავნა. "სოკარის" წარმომადგენლებმა მოსახლეობას ჯერ განუცხადეს, რომ თუ ადგილზე გაჟონვა არ იყო, ისე ვერ დაეხმარებოდნენ, შემდეგ კი ადგილობრივებს წყლის გამაცხელებელი სისტემები დაულუქეს.

მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა კი, რაც ბუნებრივი აირის მილების ოთახებიდან კორპუსს გარეთ გამოტანას ეხება, კომპანიამ უყურადღებოდ დატოვა.


ნანახია: 573-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნულ ბაღებში, ბუნებრივი აირის არსებობა სიცოცხლისთვის საშიშად ჩაითვალა.
ქუთაისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე მცხოვრები ადამიანები დახმარებას ითხოვენ.
ქუთაისის მკვიდრი ია ჩარკვიანი კომპანია 'სოკარ ჯორჯია გაზი'-ს უპასუხისმგებლობაზე წერს.

ამინდი