იტვირთება

რა ქონებას ფლობს ქუთაისის საკრებულოს კულტურის და სპორტის კომისიის თავმჯდომარე?

რა ქონებას ფლობს ქუთაისის საკრებულოს კულტურის და სპორტის კომისიის თავმჯდომარე?

ქუთაისის საკრებულოს წევრმა, საკრებულოს კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ ბექა ქებულაძემ ქონებრივი დეკლარაცია 2024 წლის 30 იანვარს შეავსო. 

დოკუმენტის მიხედვით, საკრებულოს წევრი ქუთაისში, ყაუხჩიშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლს ფლობს, რომელიც 2022 წელს მემკვიდრეობით მიიღო. ასევე, დეპუტატის მფლობელობაშია "ინფინიტი"-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი, რომელიც 2022 წელს 9 500 დოლარად შეიძინა. 

დეკლარაციის მიხედვით, ბექა ქებულაძის დედა წყალტუბოს სოფელ მელაურში საცხოვრებელ სახლს ფლობს. 

ცნობისთვის, ქუთაისის საკრებულოში საქმიანობის გარდა, ბექა ქებულაძე მოწვეული ლექტორის სახელით ლექციებს კითხულობს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის ასევე არის ქუთაისის ხანდაზმულთა ფოლკლორულ ანსამბლ "ბერმუხა"-ს სამხატვრო ხელმძღვანელი შემოქმედებით დარგში.


ტეგები:

Facebook - კომენტარები