ქუთაისის საკრებულომ დეპუტატ გია უკლებას უფლებამოსილება შეუწყვიტა

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს გიორგი უკლებას უფლებამოსილება შეუჩერეს. გადაწყვეყილება დეპუტატებმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
გადაწყვეტილების მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომლის თანახმადაც უკლება საკრებულოს სხდომებს ბოლო 6 თვის მანძილზე არ დასწრებია. დეპუტატი საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა.
გიორგი უკლებასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, ქუთაისის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობა" ახალ წევრს შეიყვანს და სიის თანახმად, ეს სავარაუდოდ ბექა ქვაჩაკიძე იქნება.