მარგველაშვილს საარჩევნო კამპანიაში დეპუტატები და მინისტრები ეხმარებიან
თარიღი : 27-08-2013, 12:59 | კატეგორია: პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს ხვდება.
მარგველაშვილს ბაღდათის სოფელ დიმში უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე და დევნილთა მინისტრი დავით დარახველიძე ახლდნენ. პრეზიდენტობის კანდდიატს მხარდაჭერას მსახიობებიც უცხადებენ.
მარგველაშვილმა დიმის მაცხოვრებელთა პრობლემები მოისმინა. მოსახლეობამ პრეზიდენტობის კანდიდატს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მათი დახმარებისაკენ მოუწოდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბაღდათი მეღვინეობის მხარეა და მას ხელისუფლების დახმარება სჭირდება.
დიმის შემდეგ მარგველაშვილმა ბაღდათის ცენტრში გადაინაცვლა. მისი თქმით, პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში იმ კურსს გააგრძელებს, რასაც კოალიცია 10 თვის განმავლობაში ახორციელებდა.
ბაღდათის შემდეგ მარგველაშვილი დღესვე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს შეხვდება.
ცნობისთვის, მარგველაშვილი გუშინ თერჯოლისა და ტყბიულის მოსახლეობას შეხვდა, სადაც მას პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და ენერგეტიკსი მინისტრი კახა კალაძე ახლდნენ.