ველოკარნავალი, სპორტული და ოლიმპიური მონეტების კოლექციის ჩვენება, ცარცით ხატვა-წყალტუბოში საერთაშორისო ოლიმპიზმის დღე აღინიშნა
თარიღი : 25-06-2019, 13:37 | კატეგორია: ახალი ამბები

საერთაშორისო ოლიმპიზმის დღეები "ოლიმპიზმი - მშვიდობის, ერთიანობისა და განვითარებისათვის" წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ცენტრალურ პარკში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა გახსნა.
მძლეოსნურ გარბენში, მკლავჭიდში, ჭადრაკში, ჭიდაობასა და ჩოგბურთში ჩატარებული შეჯიბრებების პარალელურად კარატისტების, ტანმოვარჯიშეების საჩვენებელი გამოსვლები და წყალტუბოს სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ოლიმპიზმის თემაზე ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ცარცით ხატვის მოყვარულებმა ევროპული თამაშების „მინსკი 2019“ გახსნის დღესთან დაკავშირებით თემატურად პარკის ტერიტორია მოხატეს. ცნობილმა ნუმიზმატმა გურამ ფილიპაშვილმა სპორტული და ოლიმპიური მონეტების კოლექცია წარმოადგინა. ველოსპორტის მოყვარულებმა მონაწილეობა მიიღეს ველოკარნავალში.
საერთაშირისო ოლიმპიზმის დღის გახსნას წყალტუბოს მერის მოადგილე ალეკო დადუნაშვილი,სახელმწიფო რწმუნებულის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გორდელაძე, სეოკ - ის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე რევაზ რობაქიძე ესწრებოდნენ, რომლებმაც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ სპეციალურად დამზადებული მაისურებით, ოლიმპიური სიმბოლიკიანი საჩუქრებითა და სამახსოვრო მედლებით დააჯილდოვეს სპორტული აქტივობების ყველა მონაწილე.
ღონისძიების დასასრულს წყალტუბოს ცენტრალურ პარკში ქუთაისში გამოსაშვები ელექტრომობილის მენეჯმენტმა ახლად გამოსაშვები ელექტრომობილის დემონსტრირებით დამსწრე საზოგადოების დიდი დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა.