Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მაღაროელთა ნაწილმა მომატებული ხელფასი უკვე მიიღო,'- ჭიათურელი მაღაროელები მუნიციპალიტეტის მერს შეხვდნენ

თარიღი : 25-06-2019, 12:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე მაღაროელთა საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები. მაღაროელებმა გივი მოდებაძეს ინფორმაცია მიაწოდეს და განაცხადეს, რომ კომპანიის მხრიდან გაფიცვებზე მიღწეული შეთანხმების ყველა პუნქტი სრულდება. მათ შორის ხელფასების მომატების დაპირება. მათი თქმით, მაღაროელთა ნაწილმა მომატებული ხელფასი უკვე მიიღო.

დღესვე, განიხილეს მაღაროელთა კვების საკითხიც. საინიციატივო ჯგუფის წევრთა განმარტებით, დამსაქმებელი აწარმოებს კომპანიის შერჩევას, რომელიც მაღაროელებს კვებით უზრუნველყოფს.

შეხვედრისას საინიციატივო ჯგუფის წევრებმა კატეგორიულად უარყვეს გავრცელებული ინფორმაცია მათი გაფიცვის შესახებ. მათი განცხადებით, ამ ეტაპზე საპროტესტო არაფერია და მაღაროელთა გაფიცვა გამორიცხულია.

მხარეები მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ და ყველა სასიკეთო საქმეში ერთმანეთს დახმარება აღუთქვეს.

შეხვედრის ბოლოს ჭიათურის მერმა მაღაროელებს ინფორმაცია მიაწოდა ჭიათურაში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.


ნანახია: 189-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ წერეთელი ქვეყნის პრეზიდენტსჭიათურაში საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის გამოცხადების, ხოლო
საპროტესტო აქციაზე, რომელიც 13:00 საათზე დაიწყება, მაღაროელთა მხარდასაჭერად კერძო პირებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და

ამინდი