Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დაუსიგნალე გახარიას-აქცია ქუთაისში

თარიღი : 24-06-2019, 20:11 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დაუსიგნალე გახარიას-ამ მოწოდებით ქუთაისში უკვე მეხუთედ გამოვიდნენ ქუჩაში სამოქალაქო აქტივისტები. ისინი მესხიშვილის თეატრის წინ შეიკრიბნენ და მცირე აქცია-პერფორმანსი გამართეს.

მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მათი ერთ-ერთი მოთხოვნა-2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა, აქციის მონაწილეები კვლავ მოითხოვენ შინაგან საქმეთა მინიტრის გიორგი გახარიას გადადგომას. ასევე, აქციის დაკავებული მონაწილეების დაუყონებლივ გათავისუფლებას.

მეოთხე მოთხოვნად სამოქალაქო აქტივისტებმა გუშინ ქუთაისში მდებარე კიკვიძის ძეგლის დემონტაჟიც დაასახელეს.

აქცია-პერფომანსის გარდა, აქციის მონაწილეები ცენტრალურ მოედანთან ავტომანქანებით შეიკრიბნენ და ქუთაისის ქუჩები საყვირებისა და დროშების თანხლებით შემოიარეს.

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მანქანებით შემოვიაროთ მთელი ქალაქი, გავაგონოთ ქალაქს ჩვენი ხმა, რომ ქუთაისი ისევ აპროტესტებს უკვე მეხუთე დღეა. ქუთაისელები არ დავიღლებით მანამ, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული" -აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი თედო მესხი.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციები ქუთაისში უკვე მეხუთედ იმართება.


ნანახია: 402-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი