ხონში ქალთა ფეხბურთში ყოველწლიური ტურნირი გაიმართა
თარიღი : 24-06-2019, 17:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ხონში ოლიმპიადის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალთა ფეხბურთში ყოველწლიური ტურნირი გაიმართა.
სპორტულ ღონისძიებაში 6 გუნდი მონაწილეობდა.
პირველ ადგილის მფლობელი ხაშურის გოგონათა გუნდი ,,ივერი,, გახდა, მეორე ადგილი ქუთაისის "მართვემ" დაიკავა, ხოლო მასპინძელმა "იმერმა" მესამე ადგილი მოიპოვა.
ტურნირის ორგანიზატორებმა გამოავლინეს საუკეთესო ფეხბურთელი, მეკარე და ბომბარდირი.
გამარჯვებულებს თასები, მედლები, და სიგელები მერის მოადგილემ მანანა გოფოძემ და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ავთო ხობუამ გადასცეს.
ტურნირზე სპეციალური პრიზი დააწესა "ხონის ქალთა კლუბმა", რომელიც ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელს, მარიამ სვანიძეს გადაეცა.
ღონისძიების დასასრულს ოლიმპიური გარბენი მოეწყო.