Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გასულ წლებში საატესტატო გამოცდებზე ჩაჭრილი პირები დღეიდან ატესტატებს მიიღებენ

თარიღი : 24-06-2019, 11:01 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
24 ივნისიდან, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს - ატესტატს მიღებენ როგორც წელს სკოლადამთავრებულები, ასევე, გასულ წლებში საატესტატო გამოცდებზე ჩაჭრილი პირები, კერძოდ, ახალგაზრდები, რომლებმაც გასულ წლებში (2011 წლიდან) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიღწევის დონე დაძლიეს, თუმცა მონაწილეობა არ მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე ან გავიდნენ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, მაგრამ არადამაკმაყოფილებელი შეფასება მიიღეს.

ატესტატის მისაღებად აბიტურიენტმა იუსტიციის სახლებში, სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შესაბამისი განაცხადი უნდა შეავსონ. ატესტატი განაცხადის წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს, სრულიად უფასოდ გაიცემა.

აბიტურიენტებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფასურის გადახდის გარეშე მისაღებად განაცხადის გაკეთება 31 დეკემბრის ჩათვლით შეეძლებათ. თუ დაინტერესებული პირი პირველადი ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის მისაღებად უფლებამოსილ სამსახურს წლის ბოლომდე არ მიმართავს, მასზე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატი მომდევნო წელს გაიცემა.


ნანახია: 253-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ატესტატის მისაღებად აბიტურიენტებმა იუსტიციის სახლის სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში
ქუთაისის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროს მედლებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, განათლებისა
თ.კ.-ს საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელება სურდა, თუმცა საშუალოს სკოლის დამთავრების
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების დაკარგვის ან დაზიანების გამო, მოქალაქეებს დოკუმენტის დაზღვევის შემთხვევაში, საბუთების

ამინდი