ქუთაისში ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები კიკვიძის ძეგლის დემონტაჟს ითხოვენ
თარიღი : 24-06-2019, 09:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში საპროტესტო აქციები გრძელდება. სამოქალაქო აქტივისტების მოთხოვნები კი უცვლელი რჩება. ისინი კვლავ შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. გარდა ამისა სურთ, რომ დაუყონებლივ განთავისუფლდნენ აქციის დაკავებული მონაწილეები და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს.
სამოქალაქო აქტივისტებმა ქუთაისის ქუჩები შემოიარეს და ე.წ კიკვიძის ძეგლთან გაჩერდნენ. აქციის მონაწილეებმა ძეგლს თეთრი ბანერი წარწერით : "მე ქართველი ვარ, ჩემი ქვეყანა ოკუპირებულია რუსეთის მიერ" გადააფარეს და კიკვიძის ძეგლის დემონტაჟი მოითხოვეს.
შეგახსენებთ, რომ რუსი დეპუტატების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები 20 ივნისს დაიწყო და მეოთხე დღეა, რაც იმართება. როგორც სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და მანამ გაგრძელდება, ვიდრე მათ მოთხოვნებს ხელისუფლება არ დააკმაყოფილებს.