Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურელი მაღაროელები შესაძლოა კვლავ გაიფიცონ

თარიღი : 23-06-2019, 23:33 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჭიათურელი მაღაროელები შესაძლოა კვლავ გაიფიცონ. მაღაროელთა პროტესტი ამჯერად მათ კვებაზე პასუხისმგებელი კომპანიის შერჩევის პროცესს უკავშირდება.

არსებული ინფორმაციით, ჭიათურის მაჟორიტარი და ჭიათურელი მაღალჩინოსნები მათთვის სასურველ კომპანიას ლობირებენ და არა იმ კომპანიას, რომელთა საკვები მაღაროელებს მოსწონთ.

"მაღაროელები ისევ გაფიცვას აპირებენ! ახლა დამირეკეს ჭიათურიდან, სამთოელები შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს. კომპანიებს, რომელსაც მომავალში შესაძლოა მათი გამოკვება დაევალოს, დამკრიშავები გამოუჩდნენ. ერთ-ერთ ფირმას სულხან მახათაძე კრიშავს! მეორე კომპანიას გიკა მოდებაძე და აკაკი გურჯიძე! მაღაროელები ამბობენ, რომ შეთანხმება ირღვევა და თუ პროტესტს დაიწყებენ, ეს პროცესი მხოლოდ კომპანიის წინააღმდეგ აღარ წარიმართება და მოთხოვნები ხელისუფლების მიმართაც კატეგორიული იქნება! აქედან ვაფრთხილებ ყველას! ჭიათურის დეპუტატსაც, ჭიათურის გამგებელსაც და ჯორჯიან მანგანეზის მენეჯმენტსაც, ძალიან მწარედ შეცდით! ვერ დაალაგეთ, ვერ მოაყომარეთ თემები ხომ?! ვერც დაალაგებთ და უფრო მეტიც გადაყვებით ამ ამბებს! გადაყვებით ისე, რომ იმ ათასობით ადამიანს ვეღარასოდეს ჩახედავთ თვალებში, ვინც გადაყარეთ და აღარაფრად მიგაჩნიათ! ან გონს მოეგეთ ან ხელისუფლებაში ყოფნის უკანასკნელი დღეების დათვლა დაიწყეთ,"- ამბობს ტელეწამყვანი გიორგი კასრაძე.


ნანახია: 249-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჭიათურელი და ზესტაფონელი მაღაროელების გამოკვებაზე პასუხისმგებელ კომპანიას სასამართლოში უჩივიან.
ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები მე–11 დღეა საპროტესტო აქციას მართავენ

ამინდი