Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მეუფე კალისტრატე ბაგრატის ტაძარში დაკრძალეს

თარიღი : 23-06-2019, 14:12 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე ბაგრატის ტაძარში, სამხრეთის მხარეს დაკრძალეს. ტაძარში დილიდანვე მიმდინარეობდა ლიტურგია და წესის აგება. დარკძალვის ცერემონიას თითქმის ყველა ეპარქიის წინამძღოლი ესწრებოდა. ჩემოსულები იყვნენ საპატრიარქოდანაც. ასობით ადამიანი, მრევლი მეუფეს დღეს უკანასკნელად დაემშვიდობა.

როგორც მამები ამბობენ, პატრიარქს ძალიან უნდოდა ჩამოსვლა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ექიმებმა არ ურჩიეს. ტაძარში იმყოფებოდა ქუთაის-გაენათის ეპარქიის დროებითი მმართველი იოანე გამრეკელი. მან მეუფის ღვაწლზე და 36 წლიან მოღვაწეობაზე ისაუბრა.

"მისი წასვლა დიდი დანაკლისია ეკლესიისთვის, მრევლისთვის, მთლიანად საქართველოსთვის. მღვდელმთავრის კათედრა დაქვრივებული რომ არ იყოს, უწმინდესის გადაწყვეტილებით ქუთაისი ეპარქიას დროებით ჩავიბარებ და ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად გავაგრძელებთ მეუფის საქმეს, სანამ სინოდის სხდომა ჩატარდა" - განაცხადა იოანე გამრეკელმა.

შეგახსენებთ, რომ მეუფე კალისტრატე 20 ივნისს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ანდრძი დღეს აღსრულდა, სამუდამო განსასვენებელი მან ბაგრატის ტაძარში დაიდო.


ნანახია: 523-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი