Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანის თეატრის ემიგრანტები იმერეთის თეატრალური ფესტივალის გრანპრის მფლობელი გახდა

თარიღი : 22-06-2019, 11:23 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის კარლო საკანდელიძის სახელობის სახალხო თეატრი სპექტაკლით "ემიგრანტები" იმერეთის თეატრალური ფესტივალის გრანპრის მფლობელი გახდა.

საერთაშორისო ფესტივალი "თეატრალური იმერეთი" უკვე მეათე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და იმერეთის თეატრალური საზოგადოების მხრადაჭერით ხორციელდება. აღნიშნული ფესტივალი ყოველწლიურად უფრო მასშტაბურია და იმერეთის თეატრების გარდა სხვა დასებიც მონაწილეობენ. ფესტივალი საერთაშორისო სტატუსის მატარებელია და წელს სპექტაკლები წარმოადგინა რუმინეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის თეატრებმა.

ფესტივალის ფარგლებში იმერეთის რეგიონში მოქმედი პროფესიული თუ სახალხო თეატრების მიერ წარმოდგენილი იყო 18 სპექტაკლი. სახალხო თეატრების მიერ წარმოდგენილ სპექტაკლებს პროფესიული ჟიური აფასებდა და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები 20 ივნისს, ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე გამოვლინდნენ.

ვანის მუნიციპალიტეტის კარლო საკანდელიძის ვანის სახალხო თეატრმა, იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე ლაშა ლომჯარიას რეჟისორობით სპექტაკლი „ემიგრანტები“ წარმოადგინა.
სპექტაკლმა აბელ სოსელიას და ამირან შარაშენიძის მონაწილეობით, ფესტივალის დაწყებისთანავე ჟიურის და მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა და ღირსეულად გახდა გრანპრის მფლობელი.


ნანახია: 487-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრის სცენაზე სპექტაკლის პრემიერა გაიმართა. ლაშა
კარლო საკანდელიძის სახელობის ვანის სახალხო თეატრის სცენაზე ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრისა და ვანის

ამინდი