Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სოფლები ჭიათურაში, სადაც საუბნო გზები მობეტონდა ან კიდევ ბეტონის საფარი იგება

თარიღი : 21-06-2019, 22:26 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში საუბნო გზების დიდ ნაწილზე მობეტონებითი სამუშაოები დასრულდა.

ამ დროსათვის უკვე მობეტონებულია 15 კილომეტრზე მეტი საუბნო გზა, დარჩენილ 5 კილომეტრიან გზის მონაკვეთზე მობეტონებითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

მთლიანობაში ჭიათურის მერია ამ მასშტაბური სამუშაოების ჩასატარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარამდე ხარჯავს.

გთავაზობთ იმ სოფლების და უბნების ჩამონათვალს, სადაც შიდა საუბნო გზების მობეტონება დასრულდა ან მიმდინარეობს.

სოფელ რცხილათში უფლისაშვილების, გოგსაძეების, ჩელტივაკის, ჩაფიძეების საუბნო გზების;
სოფელ ვაჭევში ცენტრალურ უბანში არსებული საუბნო გზის;
სოფელ ჯოლხეეთში ცენტრალურ უბანში არსებული საუბნო გზის;
სოფელ მელუშეეთში არსებული საუბნო გზის ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები;
სოფელ მერევის, სოფელ წასრის საუბნო გზებზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები;
სოფელ რგანში ლაბაძეები-გაღმა მთის უბანში, ყიფშიძეები-მენაფირეების უბანში, ჩალაძეების უბანში (სკოლის გზა), გველესიანები-ნადირაშვილების უბანში;
სოფელ ზედა რგანში ვაშაძეების უბანში;
სოფელ ხრეითში სკოლის გზასთან ობელისკის მიმდებარედ არსებული საუბნო გზის და კაპანაძეები-ბაქრაძეების საუბნო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები;
სოფელ თაბაგრებში არსებული ცენტრალური გზის- წირქვალი -თაბაგრების გზის გასაყარიდან, სოფელ თაბაგრებში საკლუბო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე;
სოფელ მღვიმევში სერის უბანში არსებულ საუბნო გზა;
სოფელ წირქვალში ჭიტაძეების უბანში არსებულ საუბნო გზებზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები; სოფელ პერევისაში დევიძეების უბანში, კახნიაშვილების უბანში, მოდებაძეების უბანში, ჩაჩანიძეების უბანში, მოდებაძეები-წივილაშვილები უბანში, ცხადაძეები- კვანტალიანების უბნებში;

სოფელ წინსოფელში საუბნო გზებზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები;
სოფელ ზოდში საკირის წყაროდან გაფრინდაშვილების წყარომდე არსებული საუბნო გზების;
სოფელ ზედუბანში ზედუბანი-ზოდის დამაკავშირებელი საუბნო გზის, ზედუბანი-ჭალის უბნის დამაკავშირებელ საუბნო გზებზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები;

სოფელ ქვედა ჭალოვანში მიქაუტიძეების უბანში სოფელ ქვედა ჭალოვანში ბროწების უბანში არსებულ საუბნო გზებზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები;
სოფელ შუქრუთში: გაფრინდაშვილების უბანში, ნოზაძეები-ნეფარიძეების უბანში, ზოსიამურის მიმდებარედ არსებულ საუბნო გზებზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები;
სოფელ ხვაშითში ცენტრალურ გზაზე,
სოფელ კვახაჯელეთში ცენტრალურ გზაზე, სოფელ ზედა ჭალოვანში (ვაკევისა) ზედა ჭალოვანი ვაკევისას დამაკავშირებელ გზაზე;

სოფელ ვანში ცენტრალურ გზაზე (ზედა ჭალოვანი ვანის დამაკავშირებელი გზა)- ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები.
სოფელ ზედა ბერეთისაში მდ.დუმალაზე გადასასვლელი ხიდიდან გრიგალაშვილების უბნამდე არსებულ საუბნო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები;

სოფელ გეზრულში ფცქიალაძეები-გაჩეჩილაძეების უბანში, კაციები-გელაშვილების და ხოჯანაშვილების უბანში არსებულ საუბნო გზებზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები;
სოფელ დიდ კაცხში ლოლაძეების უბანში, ცივი კუთხის უბანში;
სოფელ კაცხში მარკოზაშვილების უბანში, მსხლოვანის უბანში 2 ლოკაციაზე არსებულ უბანში;
სოფელ ნავარძეთში გერმანიკაშვილების უბანში;

სოფელ სალიეთში არსებულ საუბნო გზებზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები;
სოფელ ბჟინევში მოდებაძე-რაზმაძეების უბანში, კაპანაძე-ბაძგარაძეების უბანში, დვალაშვილები-აბდუშელიშვილების უბანში;

სოფელ ითხვისში ბიბიაშვილების უბანში და აბაშიძე-წერეთლების უბანში არსებულ საუბნო გზებზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები;
სოფელ უსახელოში ლაშეს უბანში და სოფელ წყალშავში ,,ბესოს“ უბანში არსებულ საუბნო გზებზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები;

სოფელ ნიგოზეთში ჩახტიების უბანში არსებულ საუბნო გზაზე, ნიგოზეთში კუპატაძეების, ცხოვრებაძეების და ბლუაშვილების უბანში არსებულ საუბნო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები;
სოფელ ცხრუკვეთში დაბლა უბანში გზის ბეტონის მოწყობის სამუშაოები.

NS


ნანახია: 357-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოფელ ფერეთაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი 419 400 ლარიდან 65 დასახელების სამუშაო შესრულდება.
თეიმურაზ ჯაფარიძემ ასევე მოინახულა სათემოს უბანში გრეიდერით მიმდინარე შიდა საუბნო გზების მოწყობის სამუშაოები.
სოფელ ყუმურში სტიქიის სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხის ოდენობა 368 800 ლარს შეადგენს,რომლითაც სოფელში 14 დასახელების სამუშაო

ამინდი