Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულში, ძირულა-მოლითის 25 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

თარიღი : 21-06-2019, 12:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ძირულა-მოლითის 25 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კუპატაშვილი ადგილზე გაეცნო.

ძირულა-მოლითის მონაკვეთი ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კმ-იანი გზის ნაწილია.

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაცია მოიცავს: ასფალტის საფარის მოწყობას, ხიდების, გზის სადრენაჟე მილების, კიუვეტების რეაბილიტაცია–რეკონსტრუქციას, საყრდენი კედლების მშენებლობას, გზის მონიშვნასა და უსაფრთხოების ბარიერების მოწყობას.

საავტომობილო გზის ეს მონაკვეთი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს E-60 ავტომაგისტრალთან აკავშირებს. პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს. სამუშაოების ღირებულება 51 467 681 ლარია.

სამუშაოების დასრულება 2020 წლის სექტემბრისთვისაა დაგეგმილი.


ნანახია: 306-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია Black Sea Group განახორციელებს.
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად ვერსიაში 13 საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტია ჩადებული.

ამინდი