იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე ხარაგაულის თეატრი სამ ნომინაციაში დაჯილდოვდა
თარიღი : 21-06-2019, 12:35 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა

იმერეთის მეათე, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დასრულდა. ხარაგაულის სახალხო თეატრი სამ ნომინაციაში დაჯილდოვდა.
ერთ-ერთი მთავარი პრიზი - საუკეთესო რეჟისურა, გადაეცა თეატრის რეჟისორს, ირინე ჩხეიძეს, სპექტაკლისთვის „ხორუმი ქართული ცეკვაა.“
ნომინაციაში ქალის და მამაკაცის ეპიზოდური როლის საუკეთესო შესრულებისთვის დაჯილდოვდნენ ასევე, ლია ჭიპაშვილი და როლან ხიჯაკაძე.
იმერეთის მეათე, საიუბილეო ფესტივალის დახურვის ცერემონიალს ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და მერის მოადგილე თემურ ჩხეიძე დაესწრნენ, რომლებმაც პირადად მიულოცეს დასს მნიშვნელოვანი წარმატება და მთავარი ნომინაციები.
იმერეთის თეატრალური ფესტვალი 1-დან 20 ივნისის ჩათვლით ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრში მიმდინარეობდა.
ფესტივალის ფარგლებში, 20 დღის განმავლობაში ნაჩვენები იქნა 17 სპექტაკლი, რომელთა შორისაც წარმოდგენილი იყვნენ აზერბაიჯანისა და რუმინეთის თეატრების დასები.
იმერეთის თეატრალური ფესტვალის საუკეთესო სპექტაკლის პრიზი გადაეცა ვანის სახალხო თეატრს სპექტაკლისთვის „ემიგრანტები“.
იმერეთის მეათე, საიუბილეო თეატრალური ფესტივალის დახურვას უძღებოდენ მსახიობები, ნიკა წულუკიძე და ინგა კაკიაშვილი.
ღონისძიებას იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის თეატრალური დასები, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.