Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ძვალთშესალაგის მომზადება დაწყებულია,'-მეუფე კალისტრატეს ბაგრატის ტაძარში 23 ივნისს დაკრძალავენ

თარიღი : 21-06-2019, 00:10 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ მეუფე კალისტრატეს 23 ივნისს, ბაგრატის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

"36 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, კვირას, 23 ივნისს გამოეთხოვებიან ქუთაის-გაენათის ეპარქიის უხუცეს მღვდელმთავარს. დღეს, დუმს და გლოვობს ქუთაისი. ტაძარში სიმშვიდეა, ოღონდ სხვანაირი. გლოვობენ მამები და დედები, როგორც ობლად დარჩენილები. მეტყველებენ მხოლოდ მათი თვალები. "სიკვდილი როცა მოვა გულში ჩავიხუტებ და ვეტყვი დაგაგვიანდა" -ამ სიტყვებს ხშირად ამბობდა მეუფე,"- ამბობს გიორგი აბაზაძე, რომელიც მეუფის ერთ-ერთი სტიქაროსანი იყო.

"მიმდინარე წლის 5 ივნისს, როდესაც მეუფე კალისტრატე თბილისიდან რეანომობილით მოგვყავდა ქუთაისში, ყველას გვითხრა: "ანდერძს გიბარებთ, ბაგრატის ტაძარში დამკრძალეთ!" ბაგრატის ტაძარი იყო მისი ოცნებაც და ახდენილი რეალობაც...

უწმიდესი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მიტროპოლიტ კალისტრატეს ანდერძი აღსრულდა და იგი ბაგრატის კათედრალის მარჯვენა მხარეს დაიკრძალება. ძვალთშესალაგის მომზადება დაწყებულია,"- ამბობს ლაშა დეისაძე-შარვაშიძე.

ცნობისთვის, მეუფე კალისტრატე ავადმყოფობის შედეგად, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.


ნანახია: 627-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წირვა ქუთათელ გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ აღავლინა.