Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"გალაკტიონი სულ მერს დაეძებდა და ცოტა ჩვენც რომ ვეძებოთ ქუთათურებმა, არაფერი დაშავდება"

თარიღი : 20-02-2014, 20:25 | კატეგორია: პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ქუთაისში მერების ხშირი ცვლა, პოლიტიკური გარჩევები და ადგილობრივი თვითმმართელობის არჩევნებამდე აწეული პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა. რით იმსახურებს ქუთაისი ცენტრალური თუ ადგილობრივი პოლიტიკური ძალების ყურადღებას და რატომ არის ქუთაისში მერის სავარძელი ყველაზე არამყარი?- ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გთავაზობთ ინტერვიუს ქუთაისის მერობის ყოფილ კანდიდატთან ბესო მიქელთაძესთან.

ჩვენი საუბარი რიტორიკული კითხვით დავიწყოთ - რა ხდება ქუთაისში? რად ვერ იგუეთ ქუთათურებმა ვერც ერთი მერი?

გალაქტიონი სულ მერს დაეძებდა. ცოტა ჩვენც რომ ვეძებოთ ქუთათურებმა, ვფიქრობ, არაფერი დაშავდება. რა ხდება ქუთაისში??- ქუთაისში ყველაფერი ჩვეულებრივადაა, ანუ უფრო მარტივად როგორც ღამდებოდა და თენდებოდა შარშან, შარშანწინ და იმის წინ ისევ ისე თენდება და ღამდება.. გარწმუნებთ არაფერი ამ საკითხში არ შეცვლილა.:)) ეხლა რაც შეეხება მერების შეგუება- არ შეგუებას, ის არც ცოლია და არც საყვარელი მათთან რომ რაიმე შესაგუებელი გვჭირდეს. ივარგებს იქნება, არ ივარგებს და თავის გზა ეძებოს. რეალობა აქ ცოტა სხვაა, ქალაქს უნიშნავენ აბსოლუტურად უუნარო, უსუსურ მერებს, არადა ქალაქს ესაჭიროება ეფექტური მმართველობა და მეტი პოზიტივი, მეტი სიყვარული. როდესაც ხელისუფლება მოგვიანებით აცნობიერებს დანიშნულთა ,, ქმედუნარიანობას,“ როგორც წესი, შემდეგში ყველაფერი ქუთაისელებს ბრალდებათ. მაინც მგონია, არჩევნები მოვა და ჩვენ ჩვენს მერს ვიპოვნით.

საზოგადოება უკვე ძალიან დაიბნა და რთული ხდება იმის გარკვევა ვინ ვის ებრძვის ქუთაისის საკრებულოში და რეალურად მართლა პარტიულ ინტერესებთან გვაქვს საქმე?

ქუთაისში, საქმე გვაქვს არათუ პარტიულ ინტერესებთან, არამედ პარტიული გათვლით ქალაქის გაბითურების მცდელობასთან. ალბათ ბევრმა ადამიანმა იხილა „ობიექტივის“ ეთერში ,,პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ბატონ თარხან -მოურავის მონოლოგი. თარხან მოურავი ღიად აცხადებს, რომ მან დაუნიშნა ქუთაისს ბოლო 5 მერი. სამარცხვინოდ იმუქრება, რომ აუჭედავს კარებს იმერეთის გუბერნატორს ბატონ ზაზა მეფარიშვილს. დიახ, ბატონმა თარხან- მოურავმა დაუნიშნა ქუთაისს ბოლო 5 მერი. ამ მერების კომპეტენცია რომ აბსოლუტური ნულის ტოლია, ესეც ხომ უდავო ფაქტია. ანუ ბატონი თარხან- მოურავი მისი პილიტიკური ინსტიტუციის და ზეგავლენის გაფართოების მიზნით, ქუთაისს შეგნებულად უნიშნავს აბსოლუტურად უუნარო მერებს, რათა თავად მუდამ იყოს მოთხოვნადი ხელისუფლების მიერ. საბოლოო რეალობა კი ესეთია, ქალაქს ისე მოუხსნეს ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი მურღულია, რომ ბატონი მურღულია ამ საქმის კურსშიც კი არ იყო. თავად ის ფაქტი, რომ ისე გხსნიან ამის შესახებაც არ კი იცი, ინფორმაციაც კი არ გაგაჩნია, ვერ არეგულირებ ელემენტარულ პოლიტიკურ სიტუაციას, უხერხულში აგდებ გუბერნატორს და საკუთარ ახლო გარემოცვას, არა მგონია ქუთაისის მერის მოვალეობის ყოფილი შემსრულებლის და ისევ მერის მოვალეობის შემსრულებლის ბატონ მურღულიას სასარგებლოდ რაიმეთი მეტყველებდეს.



ისე ქუთაისელებს რაშიც არ გიჭირთ ნამდვილად იუმორია და არ გიფიქრით 11 გადაყენებული მერიდან საფეხბურთო გუნდი მაინც გაგეკეთებინათ?

მერების ცვლაზე ერთი ანეკდოტი გამახსენდა: გურულ ქალს შხამიანი კობრა უკბენს. 10 წუთის შემდეგ - რაცხა დაგემართოს შენს თავს დააბრალეო!!! მიაძახა ქალმა გველს. მერები, თავის თავებისთვისაც კი არ ვარგოდნენ და ქალაქს ან თუნდაც საფეხბურთო გუნდს აბა რა ხეირს მოუტანდნენ. დაგესლეს ქალაქი და მიატოვეს. საერთოდ, ყველაფერში ნეგატივის დანახვაც არ ივარგებს, მერების გაუთავებელი ცვლის შედეგად, ქუთაისი საინტერესო ქალაქი გახდა. მე-11 მერი მოგვიხსნეს, მაგრამ ყველაზე პოზიტიური ისაა რომ მე-12 მერი ისევ მე-11 მერი გახდა:)))

ისე ჩვენი მკითხველისთვის უფრო გასაგებიც რომ გახდეს, თქვენ იყავით ქუთაისის მერობის კანდიდატი. რატომ დაიწუნა საკრებულომ თქვენი პროგრამა?

როგორც ვიცით, ქუთაისი ქვეყნის მეორე ქალაქია, საუბედუროდ ქალაქი იმის ნაცვლად, რომ ფულით ფედერალურ ბიუჯეტს იქეთ ამარაგებდეს, დღეის მდგომარეობით დოტაციაზეა. ხელებ გაწვდენილი თბილისს სამათხოვროდ შესციცინებს. ჩემი პროგრამა, „დოტაციიდან მოგებისაკენ“ გათვლილი იყო ქალაქის მერიაში არსებული კორუფციის სრულად აღმოფხვრაზე, რაც უნდა გაკეთებულიყო ელექტრონულ მთავრობაზე გადასვლით. ასევე გათვლილი მქონდა სხვადასხვა ეკონომიკური სეგმენტების ხელშეწყობა, რაც საბოლოოდ ქალაქს წამგებიანი მათხოვრული მდგომარეობიდან მომგებიან ქალაქად გადააქცევდა. საბოლოო მიზანი კი ქალაქის ე.წ ჭკვიანი ქალაქების სიაში ინტეგრირება იყო.
ბუნებრივია არსებულ კონიუკტურას, მათი წაკორლოენჩიკო ტიპის მმართველიანად, ჩემი პროგრამა არ აწყობდათ. შესაბამისად მიიღეს ის კომიკური გადაწყვეტილება რაც მიიღეს. როგორც გახსოვთ, სოჭის ოლიმპიადის გახსნისას რუსებმა ღიად მიითვისეს ოქროს საწმისი. ეს დღეს არ დაწყებულა, მათი პირველი მცდელობა ამ უპრეცენდენტო ქურდობისა ჩემი ჩარევის შედეგად 2008 წელს აღიკვეცა. შესაბამისად მერის შესარჩევ კომისიაზე წარვადგინე მასალები, სადაც ვადასტურებდი რუსების ქცევას, მათი მხრიდან ქურდობის ფაქტს. ვთხოვე კომისიას ყურადღება მიექცია ქალაქში ამ უნიკალური, თავის ცნობადობის გათვალისწინებით მრავალ მილიარდ დოლარად შეფასებული ბრენდისათვის. კერძოდ, ვთხოვდი მათ ,,ოქროს საწმისის,“ თემატური ბაღის გაკეთებას, იმ შემთხვევაშიც კი თუ ქალაქის მერად სხვას აირჩევდნენ. ბუნებრივია ამ საკითზე ყურადღება არავინ გაამახვილა. აბა სხვაგვარად როგორ მოიქცეოდა ის ხალხი, ვინც ქალაქში არსებული თითოეული ქუთაისელისათვის არსებული სიწმინდე სამი ოთარის ძეგლი დაიპრივატა და მის ადგილზე სასტუმროს აშენებას გეგმავს.



პირდაპირ გკითხავ, რეალურად გნებავს აქ ახლა გნებავს ადრე საკრებული იყო დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებში თუ ის მუდმივად „ზემოდან“ მიღებულ მითითებებს ასრულებდა?

ქალაქში თვითმართველობა რეალურად არ არსებობდა“ „ნაციონალური“ მთავრობის დროს ისინი იყვნენ უბრალოდ ნოტარიატები, რომლებიც მხოლოდ თბილისის დავალებებს ასრულებდნენ, თავისუფლების მოპოვების შემდეგ კი გადაიქცნენ ბატებად (არა რომის მხსნელ ), რომლებიც ქალაქს ანგრევენ. ალბათ გახსოვთ ჩემი ფრაზა: „იდიოტი ტახტზე რომ დასვა, კარგი მეფე იქნება თუ ცნობილი იდიოტი“ - ეს სრულად მათ ეკუთვნით, ქუთაისის საკრებულოს.

საუბრობენ იმის შესახებ, რომ ქუთაისში, გნებავს თბილისში ან ბათუმში მერებთან დაკავშირებული კრიზისი მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება. თქვენ რამდენად აკავშირებთ ამ პროცესს არჩევნებთან და თუნდაც ასე იყოს, რას მოიგებს ამ პროცესიდან ქუთაისის მოსახლეობა?

ეს რთული პროცესებია, რეალურად ყველა ქალაქი ზარალდება. ქალაქებში კი ინდივიდები ცხოვრობენ, ზარალდება მოსახლეობა. მოგებული ვინმე ნაკლებად გამოვა. პირიქით, მიმაჩნია პოლიტიკური დუღილის ტემპერატურამ ამ პროცესების შედეგად ძლიერ ზემოთ აიწია. თუ 6-8 თვის წინ „ნაც მოძრაობის“ წევრები უპრობლემოდ ატარებდნენ დედის გინებას, ეხლა ესე არ ხდება. გადახედეთ სოციალურ ქსელებს, არსებულ მდგომარეობას ქუჩებში. ხალხი ერთმანეთს ღიად უპირისპირდება ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის გამო, ერთმანეთზე ხელდახელ იწევენ. აუცილებელია პოლიტიკური დუღილის ტემპერატურამ ძირს დაიწიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკა ქუჩაში გადავა. ეს კიდევ გაუთავებელი მიტინგები, ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნები, ახალი დაპირებები, საბოლოოდ კი სისხლი და უკან 15-20 წლით გადაგდებული ქვეყანა იქნება, რომელსაც დიდი ალბათობით კიდევ დაანაწევრებენ. ერთი გამოთქმა მახსენდება ,, თუ ღმერთი შენსკენაა, რა მნიშვნელობა აქვს ვინაა შენს წინააღმდეგ“. მარტო ღმერთი ვერ გვიშველის, სახლის ასაშენებლად თითო აგური ყველამ უნდა დავდოთ, ვინაიდან ეს სახლი ჩვენი საქართველოა, ჩვენი სამშობლოა, ვალდებულები ვართ მას გაუფრთხილდეთ, რათა საკუთარი ამპარტავნობით, ერთმანეთისადმი ზიზღით და გაუტანლობით ის ქაოსში არ გადავაგდოთ. ალბათ ყველამ რაღაც ცოტა უნდა დავთმოთ.


უმნიშვნელოვანესი გარემოება რომლის მიხედვითაც ქუთაისის საკრებულო მერობის კანდიდატს უნდა არჩევდეს, არის ქალაქის ეკონომიკური განვითარება. ამ ხნის განმავლობაში არც ერთ მერობის კანდიდატს არ ჰქონდა დამოუკიდებელი ეკონომიკური პროგრამა და მათი საქმიანობის მთავარი პრიორიტეტი ბიუჯეტის მენეჯმენტს უკავშირდებოდა. თქვენ ასეთი პროგრამა გქონდათ. კერძოდ, რაზეა საუბარი. რას სთავაზობდით საკრებულოს და მოსახლეობას მერად არჩევის შემთხვევაში?


ჩემს მიერ წარდგენილი პროგრამა გათვალისწინებული იყო თითოეული ქუთაისელის ოჯახის კეთილდღეობის მიზნით. პროექტის ,,დოტაციიდან მოგებისაკენ“ განხორციელების შედეგად, ქალაქშივე არსებული რეზერვების გამოყენებით ქალაქი გამოდიოდა ეკონომიკური კოლაფსიდან და იწყებდა თვითმყოფადობას ანუ ხდებოდა მომგებიანი. პროექტის აქ სრულად წარმოდგენა ვერ მოხერხდება, მაგრამ მოგაწვდით პროგრამის ძირითად ასპექტებს.
• ელექტრონული მთავრობა, მერიის შემდგომი ოპტიმიზაცია, ადგილობრივი ხელისუფლება კორუფციის გარეშე.
ელექტრონული მთავრობა გვაძლევს ეფექტიურ და ნაკლებად ხარჯიან ადმინისტრირებას, კარდინალურად ცვლის ურთიერთობას მოქალაქესა და ხელისუფლებას შორის, ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას და ზრდის პასუხისმგებლობას ხალხის წინაშე, აკონტროლებს მიმდინარე პროგრამების რეალიზაციას და რაც მთავარია მინიმუმამდე დაჰყავს ბიუროკრატია და ჩინოვნიკების ჩარევის შესაძლებლობა.

• ქალაქის იერსახე - კულტურასა და ეკონომიკაზე ორიენტირებული ტურისტულად მიმზიდველი ქალაქი.
• თემატური ბაღების შექმნა ოქროს საწმისის და სხვა
• ქალაქის სრული wi-fi - ზაცია;
• ქალაქის პარკირების მოწესრიგება, თანამედროვე მულტიპარკული სისტემების დანერგვა;
6. კოპიტნარის აეროპორტის ხელშეწყობა და დაბალბიუჯეტიანი, ისეთი ევროპული კომპანიების შემოყვანა, როგორიცაა: Ryanair, Wegolo, SkyEurope, BMI Baby, Air Madrid და სხვები;
7.ბიზნესის ხელშეწყობა;
8.ტურიზმის ხელშეწყობა, ქალაქში არსებული სასტუმროების სარეზერვაციო
ქსელ booking. Com -ში მერიის ხარჯებით განთავსება პირველი 3 თვის განმავლობაში;
• ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად გადაქცევა;
• შიდა ტრანსპორტის სრულად განახლება;
• გარეფასადების მოწესრიგება;
• გარე განათების სისტემების მოწესრიგება, მათი თანამედროვე ეკო და ლედ ნათურებზე
გადაყვანა, რაც მილიონამდე ეკონომიას იძლევა;
• თანამედროვე მულტიფუნქციური ნაგავსაყრელის აშენება, სადაც ბუნებივი აირის მიღებაც კი შესაძლებელია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, თუ კიდევ არაფერს ვიტყვით ფერად და შავ ლითონებზე, ცელოფნის მასალებზე. ეს სრულფასოვნად მომგებიანი იქნებოდა ქალაქისათვის;
• ქუთაისის ე.წ. ჭკვიანი ქალაქების სიაში შეყვანა;
ჩემი პროგრამის რეალიზების შედეგად ვღებულობდით მხოლოდ ხარჯვით ნაწილში 5-7 მილიონი ლარის ეკონომიას, რაც საშუალებას გვაძლევდა გაგვეზარდა ხელშეწყობა თითოეული ქუთათურისათვის და მათი ოჯახებისათვის.
ბუნებრივია ჩემი პროგრამა დაბლოკეს, სხვას მათგან არც არაფერს ველოდი.პირადად მე ეხლაც მზად ვარ უანგაროდ ვემსახურო ჩემს ქალაქს, თითოეულ ქუთაისელს, ჩემს სამშობლოს. მეც ერთ-ერთი რიგითი ვარ.


გაზეთი "პრემიერი"
R


ნანახია: 2569-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თუ გსურთ დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია და გააცნოთ საზოგადოებას როგორი იქნებოდა ქუთაისი თქვენი მერობის შემთხვევაში, მოგვწერეთ
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის კოტე ლომიძის განცხადებით, ის აპირებს მერის შესარჩევ კონკურსში, ქუთაისის მერის
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გთავაზობთ რუბრიკას
Topnews.com.ge გთავაზობთ ინტერვიუს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან.
რუბრიკა "ჩემი არჩევანი" წარმოგიდგენთ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატს, 49-ე ოლქში, გიორგი
[online][/online]
[offline][/offline]
: nunu , Гости | 21.02.14 | 
ამ კაცს. ართლა ეკუთვნის მერობა