Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც 2019 წელს ვანში ხორციელდება

თარიღი : 20-06-2019, 18:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ ბესიკ გოფოძემ, ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლმა ირაკლი თოფურიამ და ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად ინფრასტრუქტურული ობიექტების მონიტორინგი განახორციელეს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვანში ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტით, ასევე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდითა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მიმდინარე და დასრულებული საავტომობილო გზების, საჯარო სკოლების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაციის პროექტები დაათვალიერეს.

მიმდინარე წელს ვანის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის რეგიონალური განვითარების ფონდიდან 460 000 ლარი იხარჯება.
სამუშაოები ძირითადად მოიცავს გადახურვას, სველი-წერტილების და კარ-ფანჯრების მოწესრიგებას.

ვანში აქტიურად მიმდინარეობს სკოლამდელი დაწესებულებების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 545 648 ლარია გამოყოფილი.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ საავტომობილო გზებზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოსაწესრიგებლად 3 320 012 ლარი დაიხარჯება.

რაც შეეხება სოფლის მხარდაჭერის პროგრამას, ამ მიმართულებით სოფლის მოსახლეობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული პროექტების განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 570 000 ლარია გამოყოფილი.


ნანახია: 298-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვანის მუნიციპალიტეტში 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრების
აღნიშნული სამუშაოები გამგებლის წარმომადგენელმა ქ. ვანის ადმინისტრაციულ ერთეულში ვლადიმერ ხელაძემ დაათვალიერა.
აღნიშნული პროგრამით სალომინაოში 51 დასახელების სამუშაო შესრულდება,მიმდინარე სამუშაოების განსახორციელებლად კი ბიუჯეტიდან 141 500
იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ, პაატა ნადირაძემ და ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა მხარის
დღევანდელი შეხვედრა მოსახლეობის განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა, ადგილობრივების მიერ ინიცირებულ პროექტებს ხელისუფლების

ამინდი