ოპერის თეატრში გარდაცვლილი მევიოლინე გაიხსენეს
თარიღი : 20-02-2014, 17:58 | კატეგორია: საზოგადოება, კულტურა

ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში ერთი წლის წინ გარდაცვლილი მევიოლინე მედეა თურქაძე გაიხსენეს. გარდაცვლილი კოლეგის ხსოვნას თურქაძის დაბადების დღეზე თეატრის დასმა მუსიკალური ნომერი მიუძღვნა.
„მედეა თურქაძე ბრწყინვალე ადამიანი იყო. ამ თეატრში აიდგა ფეხი. ტრაგიკულად დაიღუპა. ისეთი ადამიანი იყო, რომლის გარდაცვალება გულს დაგწყვეტს. თეატრის დასმა გადავწვიტეთ მისი ხსოვნის საღამო მოგვეწყო, რაშიც ადმინისტრაცია დაგვეხმარა,“ - ამბობს ოპერის თეატრის დირიჟორი პაპუნა ღვაბერიძე.
მედეა თურქაძე ქუთაისის ოპერის თეატრში დაახლოებით 10 წელი მოღვაწეობდა.