ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე დამონტაჟებულ სპეციალურ სცენაზე რუსული დროშა იყო გამოსახული

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე დამონტაჟებულ სპეციალურ მონიტორზე რამდენიმე საათის განმავლობაში ოკუპანტი ქვეყნის დროშა იყო გამოსახული.
მოძრობა "რუსეთი ოკუპანტიას" წარმომადგენლის ნიკა დეისაძის თქმით, მონიტორზე რუსეთის სახელმწიფოს დროშა მას შემდეგ წაშალეს, როცა საზოგადოებამ მწვავე რეაქცია დააფიქსირა.
"მოგეხსენებათ, რომ ხვალ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე არის დიდი ღონისძიება და მიმდინარეობს სცენის მონტაჟი. იქ არსებულ სპეციალურ მონიტორზე კი რუსეთის დროშა რამდენიმე საათის განმავლობაში იყო გამოსახული. შემდეგ ორგანიზატორებს შენიშვნა მივეცით და დროშა მონიტორიდან გააქრეს,"- აცხადებს ნიკა დეისაძე.
ხვალ, 20 ივნისს, ქუთაისის ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ელექტრომობილების ქარხნის პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება.