Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ცამციშვილთან ერთად ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი ამირან ძოწენიძე იქნება?

თარიღი : 20-02-2014, 17:43 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი პრაიმერში შესაძლოა ბრალდებულ თემურ ცამციშვილთან ერთად, ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი ამირან ძოწენიძე იყოს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის წევრთა ერთი ნაწილის თქმით, მათ სურთ, რომ პარტიამ მერობის კანდიდატად ამირან ძოწენიძე დაასახელოს.
Topnews.com-ge-სთან საუბრისას ძოწენიძემ განაცხადა, რომ გამორიცხული არაფერია, თუმცა ამ ეტაპზე ის პრაიმერში მონაწილოებას არ გეგმავს.
„გააჩნია როგორი იქნება კანონმდებლობა, ასევე რამდენად ექნება პარტიის წევრთა უმრავლესობას სურვილი, რომ მხარი მე დამიჭირონ. ყველაფერი მოსაფიქრებელი და გასაანალიზებელია. მინდა გითხრათ, რომ ქუთაისის რაიონულ ორგანიზაციაში ვფიქრობ, რომ ბევრი ისეთი წევრია, რომელიც ჩემზე უკეთესად შესძლებს მართოს ქალაქი. თუმცა პოლიტიკაში ვარ და ამიტომ გამორიცხული არაფერი არ არის,“- აცხადებს ძოწენიძე.

ცნობისთვის ,კოალიცია „ქართული ოცნების“ მერობის კანდადატი შესაძლოა, ქუთაისი მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია იყოს.


ნანახია: 2904-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის რაიონულ ორგანზიაციაში, ქალაქის მერიის კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსის მერად წარდგენის
ქალაქის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობაზე კენჭს სულ ორი კანდიდატი: ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი ამირან ძოწენიძე და
„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევნები 2 მარტს არის ჩანიშნული. აღნიშნულის შესახებ იმერეთის ყოფილი
ქუთაისის მერიას ამ დროისათვის 4 ვიცე-მერი ჰყავს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევნები 2 მარტს გაიმართება.
როგორც ბრეგაძემ topnews.com.ge-ს განუცხადა, ის ამ დრომდე ფიქრობს დათანმხდეს თუ არა აღნიშნული პარტიის მერობის კანდიდატობას.

ამინდი