ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე იმერეთის რეგიონის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს
თარიღი : 18-06-2019, 17:10 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

დღეს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის ფარგლებში“ გამართულ შეხვედრას თემაზე- „დეცენტრალიზაციის რეფორმა საქართველოში, სტრატეგიები და გამოწვევები“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე, მერიის ინფრასტრუქტურისა და საფინანსო სამსახურების ხელმძღვანელები და ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს პრეზენტაცია საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ როსებაშვილმა და „კონსულტაციისა და ტრენინგ ცენტრი„ (CTC) ექსპერტმა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში გია ტოკლიკიშვილმა გააცვნეს.
შეხვედრის ფარგლებში, დაინტერესებულმა ჯგუფებმა იმსჯელეს რეგიონის განვითარების გამოწვევებსა და პერსპექტივებზე, განიხილეს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეთა შორის თანამონაწილეობისა და თანამშრომლობის მექანიზმები.
პროექტი განხორციელდა კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგ ცენტრთან ( CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით.
შეხვედრას ორგანიზება გაუწია ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტომ, რომელიც არის პროექტის პარტნიორი იმერეთის მხარეში.