Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2019-2020 სასწავლო წლისათვის 101 ვაჟისა და 25 გოგონას მიღებას გეგმავს

თარიღი : 18-06-2019, 16:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 2019-2020 სასწავლო წლისათვის მისაღებ მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო და 28 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

მოსწავლეებს კადეტის სტატუსის მისაღებად რამდენიმე ეტაპი აქვთ გადასალახი. რეგისტრაციის შემდგომ, მათ უნდა გაიარონ ფიზიკური ტესტი, რომელიც მოიცავს სირბილს 60 მ დისტანციაზე, ღერძზე მიზიდვასა და სირბილს 2000 მ დისტანციაზე. 6 და 7 ივლისს კი, მოსწავლეები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შედგენილ, მათემატიკისა და ზოგადი უნარების ტესტებს დაწერენ. საბოლოოდ, ტესტირების შედეგების მიხედვით ჩასარიცხად შერჩეული კანდიდატები სამხედრო ჰოსპიტალში სამედიცინო შემოწმებას გაივლიან.

ლიცეუმში ჩარიცხულ მოსწავლეთა ვინაობა ცნობილი 5 აგვისტოს გახდება. 2019-2020 სასწავლო წლისათვის ლიცეუმში 101 ვაჟისა და 25 გოგონას მიღება იგეგმება.


ნანახია: 368-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით დღეს ქვეყნის პრეზიდენტი ქუთაისში, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მივიდა.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ესტუმრა.
ქუთაისში, სსიპ კადეტთა სამხედრო ლიცეუმში პროექტის-'სპელეოტურიზმი ზემო იმერეთში' პრეზენტაცია გაიმართა

ამინდი