Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულის სოფელ ძიროვნის ტყეში ტყის საფარს და ბუჩქნარს ცეცხლი გაუჩნდა

თარიღი : 16-06-2019, 20:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბულის სოფელ ძიროვნის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ - „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, ტყიბულში სოფელ ძიროვნის ტყეში გაჩენილი ხანძრის შესახებ. ცეცხლი ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარს და ბუჩქნარს გაუჩნდა.

მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები დაუყოვნებლივ გავიდნენ შემთხვევის ადგილზე. მათი სწრაფი რეაგირების შედეგად, ხანძარი არ გავრცელდა ფართო ტერიტორიაზე. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდნენ ტყიბულის და ქუთაისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო სამი ავტოცისტერნა, ორი სამაშველო ავტომობილი და 20 მეხანძრე მაშველი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.


ნანახია: 583-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხარაგაულის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი სამ ჰექტარ ტერიტორიაზე იყო მოდებული და ჭიათურისკენაც გავრცელდა.

ამინდი