Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ოტია იყო ხალხის გულიდან გამოსული და ადამიანის გულში გაფიქრებულის ფურცელზე გადამტანი,'- ოტია იოსელიანს 89 წელი შეუსრულდებოდა

თარიღი : 16-06-2019, 14:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქართველი მწერალი ოტია იოსელიანი დღეს 89 წლის გახდებოდა.

მწერალი 2011 წლის 14 ივლისს, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

"ყველა ქვეყანას, ქალაქს თუ კუთხეს ჰყავს თავისი ადამიანი. ჩვენ გვყავს ოტია, როგორც ჩვენი ნიშა ქართული ლიტერატურის რუკაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კუთხე მდიდარია გამოჩენილი პიროვნებებით.

ოტია არის ხალხის გულიდან გამოსული და ადამიანის გულში გაფიქრებულის ფურცელზე გადამტანი. კლასიკოსი მწერალი, დიდი მწერალი, რომელმაც გააერთიანა წარსული და აწმყო... რადგან დიდ მწერლებს არ გააჩნიათ იმიერი და ამიერი. ისინი სულ ცოცხლობენ.

ოტია იოსელიანი მართალი და გულწრფელი სიტყვა დღესაც ცოცხალია, აქტუალურია, დღესაც ისმის, დღესაც ჩვენი გულის გამოძახილია.

იგი ხომ არასოდეს ტყუოდა, ყოველთვის წერდა ისე, როგორც დიდ მწერალს ეკადრება, ამბობდა იმას, რაც ქართულ მწერლობას უნდა ეთქვა. საკუთარ კარ- მიდამოში ჩასახლებული გლეხკაცის ცხოვრებით ცხოვრობდა და ამავე დროს ქმნიდა, ნანახსა და განცდილს ათმაგად ამდიდრებდა და გამშვენიერებულს უბრუნებდა წყალტუბოს, იმერეთს, საქართველოსა და მსოფლიოს,"- ამბობს წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი.


ნანახია: 909-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დაჩი იოსელიანი ამბობს, რომ მამისათვის სამუშაოდ და სტუმრების მისაღებად საყვარელი ადგილი სახლის აივანი იყო. აივნის გარდა მწერალი
ღონისძიება მიმდინარე წლის 16 ივნისს, 16:00 საათზეა ჩანიშნული.
სამეცნიერო კონფერენცია ქართული პროზის რაინდად შერაცხული შემოქმედის ნაწარმოებების განხილვას მიეძღვნა.

ამინდი