Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ყველაზე ძლიერის სტატუსის მქონე ქუთაისელი კონსტანტინე ჯანაშია ტიტულის შესანარჩუნებლად იბრძვის

თარიღი : 15-06-2019, 23:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ამერიკაში ქართველი პროფესიონალი სტრონგმენი, კონსტანტინე ჯანაშია World's Strongest Man-ის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულ 25 სპორტსმენი ასპარეზობდა, რომლებიც განაწილებული 5 ჯგუფში იყვნენ.

ჯანაშიამ თავისი ჯგუფის მოგება მოახერხა და ფინალის საგზური მოიპოვა. ჯანაშიას პირველი დავალება  22 მეტრზე ორი გიგანტური მანქანის, ჯამში 16-ტონიანი, გათრევა იყო. ქართველმა სპორტსმენმა პირველობა იზეიმა და მანქანები ამ დისტანციაზე 50 წამში გაათრია.

გიგანტური გადაადგილება - სწორედ ასე ჰქვია მოძრაობას, ანუ სტროგმენის ერთ-ერთ სახეობას. ჯანაშიამ ორი 160-კილოგრამიანი ჩემოდანი 10 მეტრზე ატარა, რის შემდეგაც წონა 130 კილოგრამით დამძიმდა. ქართველმა 450-კილოგრამი 6 მეტრზე ატარა, ხოლო ბოლო წონით, 600 კილოგრამით 3 მეტრი იარა.

მანქანების ამოწევა - ქართველმა სპორტსმენმა 375 კილოგრამი 10-ჯერ ამოწია, ხოლო მოუხერხებელი მორის აწევაში 155-კილოგრამიანი მორი 6-ჯერ აწია. ჯანაშიამ თავის ჯგუფში მე-2 ადგილზე გასულ მეტოქეს 3 ქულით აჯობა.

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი ხვალ გაიმართება. მონაწილეები ხუთ სახეობაში შეეჯიბრებიან.


ნანახია: 474-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2017 წლის 30 სექტემბერს ინგლისის ქალაქ მანჩესტერში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი უძლიერეს მამაკაცთა შორის, სადაც მონაწილეობა მიიღო
ქართველი ძალოსნების ანგარიშზე 5 ოქრო და ერთი ვერცხლი და ერთიც ბრინჯაოა.
ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
კონსტანტინე ჯანაშია უკვე იმყოფებოდა მანჩესტერში, ევროპის ჩემპიონატზე, საიდანაც ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა. მბობს, რომ საქართველოში
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულს, რუს ალექსეი ლოვჩევს ორგანიზმში აკრძალული პრეპარატის

ამინდი