ხონში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული სკოლები დააჯილდოვეს
თარიღი : 14-06-2019, 18:51 | კატეგორია: ახალი ამბები

ხონში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებულები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
უკვე მეორე წელია ხონის სასპორტო სკოლის ორგანიზებით ოლიმპიადა სპორტის 6 სახეობაში - კალათბურთში, ფეხბურთში, ფრენბურთში, ჭადრაკში, მძლეოსნობასა და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ტარდება.
ოლიმპიადაში სულ 21 სკოლა იყო ჩართული, საბოლოო შედეგები კი ასე გადანაწილდა:
I ადგილი- მესამე საჯარო სკოლა;
II ადგილი - პირველი საჯარო სკოლა;
III ადგილი - მეოთხე საჯარო სკოლა.
სასპორტო სკოლის ხელმძღვანელობის განცხადებით აღნიშნული ოლიმპიადა ტრადიციულია და შეჯიბრებებს ყოველ წელს სპორტის სხვადასხვა სახეობები ემატება.