Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულში, სტიქიის შედეგად, სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა ქალაქთან ერთად, რამდენიმე სოფელსაც შეექმნა

თარიღი : 14-06-2019, 18:46 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე, სოფელ დიდვაკის მოსახლეობას შეხვდა. სტიქიის შედეგად, სოფელს ერთი კვირაა სასმელი წყალი არ მიეწოდება.

მოსახლეობის ინფორმაციით, სოფელში არის ალტერნატიული წყლის რეზერვუარი, რომელიც წლების განმავლობაში, დიდვაკის გრეხილი ავეჯის ფაბრიკას ამარაგებდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერეს აღნიშნული ტერიტორია, სადაც აღმოჩნდა, რომ წყლის დებეტი სოფლის წყალმომარაგებისთვის საკმარისი იქნება.

ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, წყლის მილებით მომარაგებას მერია უზრუნველყოფს, სამუშაოებს კი, თავად მოსახლეობა შეასრულებს. რის შემდეგაც რამდენიმე დღეში, დიდვაკის მოსახლეობას წყლის მიწოდება აღუდგება.

როგორც ხარაგაულის მერი განმარტავს, სტიქიის შედეგად წყლის მიწოდების პრობლემა დაბასთან ერთად რამდენიმე სოფელში შეიქმნა. მერია კოორდინირებულად თანამშრომლობს წყლის კომპანიასთან პრობლემების დროულად აღმოფხვრის მიზნით.


ნანახია: 511-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შეზღუდვის მიზეზი ფარცხანაყანებში წყლის სათავე ნაგებობაზე დაზიანებული რეზერვუარი გახდა.
მოსახლეობის განცხადებით, წლებია სოფელს აღნიშნული პრობლემა აწუხებს, წყლის მილები სოფელში ერთი წლის წინ გაიყვანეს, თუმცა
საქმე ეხება გორას, ჭომას, ბალახვანს და საფიჩხიას, სადაც წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ძველი ტუმბოების ახალი ტუმბოებით
ძლიერი ქარის გამო, ქუთაისის მოსახლეობის ნაწილი სასმელი წყლის გარეშე არის დარჩენილი.
ქუთაისის მოსახლეობას მეორე დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდება.

ამინდი