Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

შსს-მ არასრულწლოვან შვილებზე მოძალადე მშობლები დააკავა

თარიღი : 14-06-2019, 12:57 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
2019 წლის 5 თვეში (იანვარი-მაისი) მშობლების მიერ არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში 110 პირის მხილება მოხდა, რომელთაგან 15 შემთხვევაში, მოძალადე იყო დედა, ხოლო 95 შემთხვევაში - მამა/მამინაცვალი.

აღნიშნული შემთხვევებიდან 79%-ში უწყებამ პირის დაკავების გადაწყვეტილება მიიღო.

ძალადობის ფორმებს შორის ადგილი ჰქონდა: სახეში, თავში ან სხეულის სხვადასხვა ადგილას განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას, ასევე მუქარას, სისტემატურ ფსიქოლოგიურ ან სხვა სახის ძალადობას.

მშობლების მიერ შვილებზე ძალადობის დროს, ფაქტის სამართალდამცავ ორგანოში შეტყობინების ინიციატორი იყო:

✅62 შემთხვევაში - ოჯახის წევრი (დედა ან ბებია)

✅32 შემთხვევაში - მსხვერპლი ბავშვი;

✅4 შემთხვევაში - მეზობელი;

✅3 შემთხვევაში - მოქალაქე/შემსწრე პირი;

✅2 შემთხვევაში - ნათესავი;

✅2 შემთხვევაში - საავადმყოფო/სასწრაფო დახმარების ბრიგადა;

✅2 შემთხვევაში - სკოლა/მანდატური;

✅1 შემთხვევაში - არასამთავრობო ორგანიზაცია;

✅1 შემთხვევაში - სოციალური სამსახური;

✅1 შემთხვევაში - სხვა პირი.

შემაკავებელი ორდერი გამოიცა არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფის 37 ფაქტზე. აქედან, 28 შემთხვევაში უგულებელყოფა განახორციელა დედამ, 7 შემთხვევაში მამამ, ხოლო 2 შემთხვევაში - სხვა პირმა.

არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა გამოიხატა: ბავშვის მოუვლელობაში, საკვების მიუცემლობაში, ბავშვის ანტისანიტარულ გარემოში ცხოვრებაში, ბავშვის მიერ მავნე-ჩვევების ათვისების ხელშეწყობაში და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მშობელს ჰქონდა ბავშვის სათანადო პირობებით უზრუნველყოფის შესაძლებლობა.

"აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, წინა წლებთან შედარებით, ამ კატეგორიის დანაშაულებზე არასრულწლოვან მსხვერპლთა და მათი ოჯახის წევრების მხრიდან მიმართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს. თუმცა, კვლავ დაბალია მიმართვიანობა გარეშე პირების, მათ შორის, მეზობლების მხრიდან, რაც ბავშვზე ძალადობის შემთხვევების მიმართ მათ არაგულისხმიერ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.

სამართალწარმოების პროცესში არასრულწლოვანთა ინტერესების სრულყოფილად დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური, რომლის ერთ-ერთი მიზანიც გამოძიების მიმდინარეობისას ბავშვთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, დანაშაულის შედეგად გამოწვეულ პირველად სტრესში გამკლავება და მათთვის სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის გამარტივებაა,"- აცხადებენ უწყებაში.



ნანახია: 699-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 2015 წელსა და 2016 წლის პირველ ნახევარში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული
2016 წელს მარტოხელა დედის სტატუსი მიენიჭა 1 086 პირს, ხოლო 2017 წელს 12 აპრილის მდგომარეობით, 328 პირს.
საია-ს ქუთაისის ფილიალმა 2015 წლის იანვრიდან დღემდე ოჯახში ძალადობის 10 საქმეზე იმუშავა.
ოჯახის მხრიდან ბრალდებების საჯაროდ გაჟღერების შემდეგ, პოლიციამ ნანა რუსიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გ
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალი და საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი

ამინდი