ვანის სოფელ მიქელეფონში საბავშვო ბაღი ეწყობა
თარიღი : 14-06-2019, 10:03 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა ტობანიერის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ მიქელეფონის საბავშვო ბაღის, საჯარო სკოლის თავისუფალ ფართში, მოწყობის პროცესი დაათვალიერეს.
სოფელში საბავშვო ბაღის მოწყობა მოსახლეობის მოთხოვნის სფუძველზე ხორციელდება. აღნიშნული ბაღი 30 აღსაზრდელზეა გათვლილი.
საბავშვო ბაღის მოსაწყობად რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 40 129 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები გარდამავალი პროექტის ფარგლებში ხორციელდება, ამ დროისთვის მიმდინარეობს შიდა კეთილმოწყობის სამუშაოები, მონტაჟდება ელექტრო და წყალგაყვანილობის სისტემა, ჩასმულია კარ-ფანჯარა.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „იმედი 2015“ ახორციელებს. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თანახმად, სამუშაოები 3 აგვისტოს უნდა დასრულდეს.
NS