Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჩანგრეული ხიდები და მოწყვეტილი სოფლები-ხარაგაულში სტიქია კვლავ განმეორდა

თარიღი : 13-06-2019, 08:56 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულში, გვიან ღამით ძლიერი წვიმა ისევ განმეორდა. ამჯერად, სტიქიამ სოფელ ზვარეს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

პარალიზებულია სოფლის სამი საუბნო გზა. ჩაწყვეტილია ბონდის ხიდი, დაზარალებულია ერთი ოჯახი, რომელსაც მოვარდნილმა ზვარულამ შინაური ცხოველების და ფრინველების სადგომები გაუნადგურა. დაიშლამა და ჩაიკეტა გზა ე.წ. ზვარის ხიდებთან.

შედარებით მსუბუქად დაზიანდა მოლითის ადმინისტრაციული ერთეული, სადაც სოფელ ანიულას ბონდის ხიდია ჩაწყვეტილი. ადიდებულმა ჩხერიმელამ ასევე, მწყობრიდან გამოიყვანა დიდვაკის ქარხნის უბანში გადამავალი საავტომობილო ხიდი.

მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის ზონაში ადგილობრივი თვითითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე სტიქიის ზონაში მოსახლეობას შეხვდა.
შესაბამისმა კომისიამ დილიდან დაიწყო ზარალის დათვლა.

ზვარეში გზების აღდგენის მიზნით ტექნიკამ დილიდანვე დაიწყო მუშაობა.


ნანახია: 334-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამის შესახებ ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

ამინდი