Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოში, კოპიტნარის დასახლებაში დევნილი ბავშვებისათვის საბავშვო ბაღს აწესრიგებენ

თარიღი : 12-06-2019, 16:23 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და ა(ა)ი.პ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების'' მმართველმა გიორგი იობიძემ კოპიტნარის დასახლებაში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერეს.

"წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სულ 23 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, ჩემთვის როგორც მუნიციპალიტეტის მერისთვის მნიშვნელოვანია ყველა ბაღის ინფრასტრუქტურა იყოს მოწესრიგებული და პატარებისთვის შექმნილი იყოს ყველა პირობა სრულფასოვანი სკოლამდელი განათლების მისაღებად. კოპიტნარის დასახლების მცხოვრებლებს დავპირდით, რომ მოვახდენდით საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას, პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო, 87 889 ლარი შენობის სრულ რეაბილიტაციას მოხმარდება, მოწესრიგდება ფასადი, სველი წერტილები, ბაღის შიდა ინფრასტრუქტურა," - აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.

კოპიტნარის საბავშვო ბაღი 60 აღსაზრდელზეა გათვლილი, აქ ძირითადად დევნილი ბავშვები სწავლობენ, ახალი სასწავლო წლიდან პატარები განახლებულ და მოწესრიგებულ საბავშვო ბაღში დაიწყებენ სწავლას.


ნანახია: 743-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნულ სოფელში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას მოსახლეობა ათეული წლების განმავლობაში ითხოვდა.
100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი, ახალ სასწავლო წელს სავარაუდოდ ახალი შენობით შეხვდება
ლეღვანის საბავშვო ბაღის მშენებლობა რეგიონული განვითარების ფონდმა 11 000 ლარით დააფინანსა.
პროექტს, რომლის ფარგლებშიც ბაღი ინვენტარით აღიჭურვა, ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია 'ადამიანი გაჭირვებაში' (PIN)

ამინდი