Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"სამწუხაროდ, ქუთაისის მერი არ არღვევს თავის ტრადიციას და ტყუილებით ცდილობს თავისი მავნევლობის გადაფარვას"

თარიღი : 12-06-2019, 10:55 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია ქალაქის მერს სიცრუეში ადანაშაულებს.

შუშანიას თქმით, გიორგი ჭიღვარიამ იცრუა, როდესაც თქვა, რომ ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე პასუხისმგებელ კომპანიას ხელშეკრულებას უწყვეტს. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ მერმა კომპანიას ვადა გაუგრძელა და თანხაც დაუმატა.

"სამწუხაროდ, მერი არ არღვევს თავის ტრადიციას და ტყუილებით ცდილობს თავისი მავნევლობის გადაფარვას. ტაბიძის ქუჩაზე 18 ივნისს უნდა დასრულებულიყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, თუმცა 7 აგვისრომდე გაუგრძელა მერმა ვადა. მილიონ 77 000 ლარი იყო სამუშაოების თავდაპირველი ღირებულება და 86 000 ლარი დაუმატეს კომპანიას ვითომ დამატებითი სამუშაოებისათვის. რა დამატებით სამუშაოებზეა საუბარი, როცა ისიც კი არ შესრულებულა, რაც უნდა გაკეთებულიყო. ეს გვაძლევს იმის საფუძველს ვივარაუდოთ, რომ არის თაღლითური გარიგება მერსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის,"- ამბობს გიგა შუშანია.

ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შეწყვეტასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ. მერის თქმით, პრობლემა ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ჯეო სერვისისათვის" ანგარიშების დაყადაღებამ გამოიწვია, რის გამოც კომპანიამ ქვეკონტრაქტორ ფირმას თანხა ვერ ჩაურიცხა. გიორგი ჭიღვარია ამბობს, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობენ, რათა ქუჩის რეაბილიტაცია სექტემბრისთვის, ძველ ვადებში დასრულდეს. ცნობისთვის, , ქუთაისში, ტაბიძის ქუჩის რეაბილიტაციაზე დასაქმებულ მუშებს ხელფასები არ გადაუხადეს, რის გამოც ამ უკანასკნელებმა მუშაობა შეწყვიტეს.


ნანახია: 521-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი